კამპანია "გაიცანი საქართველო" სვანეთში

კამპანია "გაიცანი საქართველო" გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში მედიასაშულებების წარმომადგენლებისთვის პრესტური მოეწყო.

 

20-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი მესტიას, ჰაწვალს, თეთნულდს, ბეჩოს, მაზერს და უშხვანარს ეწვია.

 

მედიის წარმომადგენლებმა ახლადშექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელიც სვანეთში სამთო კურორტების განვითარების და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა რეკორდულ დროში დაასრულა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო . ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტთან აკავშირებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს 4 წუთში კურორტ ჰაწვალზე ავიდნენ და ამით 30 წუთიანი სამარშრუტო გზა თავიდან აიცილონ. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზა არის, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი.  

 

ჰაწვალის შემდეგ პრესტურის მონაწილეები კურორტ თეთნულდს ეწვივნენ, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა მედებარეობს. კურორტზე სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.

 

თეთნულდზე 5 საბაგიროა, საბაგიროს უმაღლესი წერტილი 3600 მეტრზე მდებარეობს.

 

წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თეთნულდზე 185%-ით ჰაწვალზე 166 %-ით გაიზარდა.

 

ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ზემო სვანეთის სოფლებში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში. ასევე ქვემო სვანეთში, დაბა ლენტეხში დამონტაჟდა მცირე ზომის საბაგიროები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაგრძელდება.

 

მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ზაფხულში, იგეგმება სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთება და ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

 

საქართველოს სამთო კურორტებზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახალი სპორტული და ტურისტული ობიექტების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია იმფონზე, როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური პერსპექტივა 2030 წელს უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

 

"გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მესტიაში საოჯახო სასტუმრო Old House დაათვალიერეს. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებულია სასტუმროს გაფართოება. მშენებლობა ზაფხულში დასრულდება.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 თებერვლის 17:00 საათისთვის
„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება"
ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას წამყვანი ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება
"თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი"-დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 21 თებერვლის 17:00 საათის მონაცემებით
თურქეთში პროდუქციაზე დაწესებული კვოტები გაუქმდა
როგორ შეჰყავს შეცდომაში APM Terminals-ს საქართველოს მთავრობა, მით უფრო რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს
"ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"-გიორგი ცუცქირიძე
თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 მასპინძლობს
„საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება პრიორიტეტული საკითხია"
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო"-დიმიტრი ქუმსიშვილი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 თებერვლის 17:00 საათისთვის
შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
“ვისოლ ჯგუფი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას – „იყავი აქტიური საქართველოში“ უერთდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
„მეღვინეობა ხარება“- მ საერთაშორისო გამოფენა ,,პროდექსპო2018’’- ზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა