„USAID-ის მხარდაჭერილი ენერგო პროგრამები ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ასევე დაესწრო აშშ-ისსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროგრამის მენეჯერი ჯეიკ დელფია.


პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს. მისი განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები კი ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე.


დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მან დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.


ახალ ენერგეტიკულ პროგრამაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით. გარდა ამისა, პროექტი წაახალისებს ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ელექტრო ენერგეტიკულ სისტემაში არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის ხელშეწყობას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.


პრეზენტაციის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ საპატიო სტუმრებს ეროვნული სადისპეჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერებინა.


 

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრისგან ვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგო ინვესტიციების ოპტიმიზაციას,  განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგო უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 23 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერზე" ეხმაურება
ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია
კაცი სკაიპიდან და საუკუნის „აფიორა“ - სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული?
„რომ ჩაყაროთ ნაყინში ხვლიკების გუნდი, ის იმდენ ფილტრს გადის, შეუძლებელია მისი ნაყინში მოხვედრა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა
წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
უწერაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტული კომპლექსი აშენდება
ცნობილია კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინს შეიმუშავებს
რა ვალებს ითვლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელმაც საქართველოს საზღვართან საბაჟო მონიტორინგი უნდა განახორციელოს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
"განახლებადი ენერგიების ადგილობრივი რესურსების ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია"- რომეო მიქაუტაძე
ეროვნულმა ბანკმა თანხის გადმორიცხვის მიხედვით პირველი ქვეყანა გამოავლინა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის