მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პოლიტიკური თამაში დასრულდა?!

2 დღის წინ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება.

 

სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

იგი არც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“  საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მორიგი სიბრიყვე ჩაიდინა:

 

„შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მორიგი სიბრიყვე ჩაიდინა.  ვინც აკვირდებოდა უკრაინაში მიმდინარე  მოვლენებს, მშვენივრად ხედავდა, რომ სააკაშვილი საკმაოდ მარგინალიზებული იყო უკრაინულ პოლიტიკაში, ის იყო ერთი ასთაგანი და არაფრით გამორჩეული. უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ იყო მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც, აბსოლიტურად არაადეკვატური ნაბიჯია და შეიძლება ითქვას, აქედან  დაიწყო სააკაშვილის „პოლიტიკური რეანიმაცია“. ყველა შემდეგ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ახალ-ახალ შეცდომებს უშვებდა, -ჯერ დაიჭირეს, - ვერ დაიჭირეს, მერე სასამართლომდე მიიყვანეს,- ვერ დააპატიმრეს.

 

მთელი ამ დროის განმავლობაში, სააკაშვილი მუდმივად აქტიური „ნიუს მეიქერია,“ - საერთაშორისო „ნიუს მეიქერი“, იმიტომ, რომ  ფაქტიურად მოიცვა მთელი საინფორმაციო სივრე საქართველოსა და უკრაინაში  და არა მხოლოდ აქ...

 

ჩვენ შეიძლება გული ვიფხანოთ და ვიძახოთ რომ გიჟია, სულელია და ა.შ მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საქციელის კონვერტირებაც კი შესაძლებელია პოლიტიკის კაპიტალში თუ შენ ხარ აქტუალური.

 

ასე რომ, მე ვფიქრობ ახლა მას წყალივით სჭირდებოდა გარკვეული პოლიტიკური პაუზის დაჭერა, იმიტომ, რომ რევოლუციური ვითარება ჯერ არ არის უკრაინაში, მაგრამ მიმდინარეობს მუდმივი კრიზისი. პიკზე, არ გამოვრიცხავ, რომ  კიდევ ერთხელ გვაჩვენოს საზღვრის გადაკვეთის სცენა. მითუმეტეს, რომ დღეს პოლონეთსა და უკრაინას შორის საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა".

 

ექსპერტის აზრით, სააკაშვილის პოლონეთში ექსტრადირება  უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხყმყოფელი იყო:

 

"უკრაინა ჩვენ არაფრად არ გვთვლის, ფაქტობრივად დიპლომატიური შეურაცხყოფა მიაყენა მან საქართველოს ხელისუფლებას. მათი საქციელი ასე იკითხება : სააკაშვილი არის ჩვენი მტერი, მაგრამ თქვენ იმდენად არარაობები ხართ, რომ თქვენთვის მტერიც არ გვემეტება, გავუშვებთ სხვაგან, მაგრამ თქვენთან მაინც - არა.  ეს არის პირდაპირი, აშკარა შეურაცხყოფა და ამაში კარგად ჩანს ჩვენი ხელისუფლების პრობლემები. უკრაინასაც, რომელსაც ჩვენ ვჭირდებით ბევრ რამეში, მათ შორის სააკაშვილთან მიმართებაშიც ჩვენ გვიყურებს ისე, როგორც არარაობებს".

 

გია ხუხაშვილი სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც „პოლიტიკურ ცხოველს“ და მისგან არაფერს არ გამორიცხავს:

 

ნებისმიერი რამ შეიძლება მოიმოქმედოს სააკაშვილმა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან, ის არის ნამდვილი „პოლიტიკური ცხოველი“, იგი შანსებს არ უშვებს  და როგორც კი შესაძლებლობას დაინახავს, ისევ გააქტიურდება. იმედიანად არის იმიტომ, რომ ყველაფრი მასზე მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინის ხელისუფლება, - ის ზუსტად იმას აკეთებს, რაც სააკაშვილს სჭირდება.“- აცხადებს ექსპერტი.

 

/სალომე სამხარაძე/





მსგავსი სიახლეები
უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა იგეგმება
„ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
„პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო“ - რატომ გასცა პრეზიდენტმა ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება
„მამუკა ხაზარაძემ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?!“
მიხეილ ბატიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა
„სააკაშვილის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - ამ ძალის სახე გახლავთ მისი ბიძა თემურ ალასანია“
„ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული და ელჩის დაბარება უკვე უნდა მომხდარიყო“ - რატომ უწოდებს ირანის პრეზიდენტი საქართველოს „დაკარგულ ტერიტორიას“
„არსებობს კადიროვის ახალი პროექტი და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა“
"ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება"-მამუკა ბახტაძე
„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი „აფიორა“ წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ - ეს აფერისტები!“
"შეწყალების კომისიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე „არც ერთი გვარი“ არ განიხილება"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
"2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა" - მამუკა ბახტაძე
„ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ - 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე“
„სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით“
რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"
"სააკაშვილი "ბოროტი", ივანიშვილი "ცუდი", გამოსავალი? "კარგი!" - ჯუმბერ კირვალიძე
"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"