მიხეილ სააკაშვილი – ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება

ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა De Telegraaf-თან მიცემულ კომენტარში განაცხადა.



„რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკრაინის უშიშროების სამსახური მდევნიდა, სპეცრაზმმა ქვეყნიდან გამაძევა როგორც საშიში ტერორისტი, რამდენჯერმე ჩემთან ღამის საათებში შემოიჭრნენ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.



ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გულით ის ყოველთვის იქაა.



„რა თქმა უნდა, გული იქით მიმიწევს. უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.





მსგავსი სიახლეები
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა
დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - ვინ აპირებს შურისძიებას გუშინდელი ტერაქტისთვის
რუსეთის ექვს მოქალაქესა და რვა კომპანიას ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა
საბერძნეთის მოქალაქე რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო „ეთიოპიური ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა
"თუ თურქეთი რუსულ С-400-ს მიიღებს, ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს"-პენტაგონი
რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება
FAO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი 5 კანდიდატიდან ერთ-ერთი საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძეა
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულების შეჩერების თაობაზე
"თუ აფხაზეთს აღიარებთ, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგრთავთ და სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებითო" - დავურეკე დიმიტრი მედვედევს და მოვუყევი სოლანას ნათქვამი“
„მან უკან ჩამოიტოვა როგორც ტიმოშენკო, ასევე, პოროშენკო - უცხოელმა პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა ყურები ცქვიტეს - ეს კაცი აღარ ხუმრობსო“
უკრაინამ „ევროვიზია 2019“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ისრაელში არც ერთი უკრაინელი მომღერალი არ გაემგზავრება
„ხომ გახსოვთ, ჩვენ რომ გვაფრთხილებდა - თავი დაანებეთ ირანელ ქალებს, საქართველოში შემოსვლისას ნუ ჩხრეკთ, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიანო“
НТВ–ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "Останкино"–ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იგორ მა­ლა­შენ­კო ეს­პა­ნეთ­ში გა­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს
ლიეტუვაში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში რვა მოსამართლე დააკავეს
"საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს"- ვლადიმერ პუტინი
რომის აეროპორტში ხანძრის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, სააკაშვილს მიბაძოს - მან კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ"
აშშ-ს უნივერსიტეტების წლიური ბიუჯეტი
ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას გერმანია მიიღებს