გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

 

მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

 

პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

 

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.





მსგავსი სიახლეები
თიანეთის ბაზარში სააგიტაციოდ მისული ნიკა მელია ადგილობრივებმა გამოაგდეს
„როგორ მოახერხეთ, მეუფეების გულის ტკენა?!!! როგორ მოახერხეთ, რომ მეუფე იობს ეთქვა - მარიონეტების თეატრს დაემსგავსა ყველაფერიო"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლად დაინიშნა
„გაკოტრებული პარტია ექვსი კაცით ზის კანტიკუნტად პარლამენტში - კანტი თქვენ ხართ და კუნტი გყავთ კიდევ ხუთი კაცი”
„ეს პარტია რასაც აკეთებდა 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, შანტაჟით, შავი პირით აგრძელებს მუშაობას“
"სპეციალური კანონი "იმპიჩმენტის შესახებ" გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა გადავა პარლამენტის რეგლამენტში"
"ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან"- კობახიძე გოცირიძეს
გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
„ივანიშვილთან გარიგება იყო ორი საპარლამენტო ვადით და 2020 წლისთვის დაგეგმილია ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება - ბოკერიას ფრთის გაძლიერება "ვარდების რევოლუციის" ლობის დირექტივით ხორციელდება“
„დავუშვათ დავიკიდეთ არჩევნები და სექტამ გაათრია კაგებეს მოქმედი „შტაბკვარწირა“, რა იქნება მერე? მერე იქნება სისხლი! ბევრი სისხლი!“
„არასოდეს ენდოთ ამ ორ ადამიანს“
ცესკოში 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა - მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
„ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდება პრეზიდენტი და თუ გახდა, ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში“
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“