"აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, -  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.

 

მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა. 

 

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თვის, ისე - გლობალური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.





მსგავსი სიახლეები
თიანეთის ბაზარში სააგიტაციოდ მისული ნიკა მელია ადგილობრივებმა გამოაგდეს
„როგორ მოახერხეთ, მეუფეების გულის ტკენა?!!! როგორ მოახერხეთ, რომ მეუფე იობს ეთქვა - მარიონეტების თეატრს დაემსგავსა ყველაფერიო"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლად დაინიშნა
„გაკოტრებული პარტია ექვსი კაცით ზის კანტიკუნტად პარლამენტში - კანტი თქვენ ხართ და კუნტი გყავთ კიდევ ხუთი კაცი”
„ეს პარტია რასაც აკეთებდა 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, შანტაჟით, შავი პირით აგრძელებს მუშაობას“
"სპეციალური კანონი "იმპიჩმენტის შესახებ" გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა გადავა პარლამენტის რეგლამენტში"
"ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან"- კობახიძე გოცირიძეს
გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
„ივანიშვილთან გარიგება იყო ორი საპარლამენტო ვადით და 2020 წლისთვის დაგეგმილია ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება - ბოკერიას ფრთის გაძლიერება "ვარდების რევოლუციის" ლობის დირექტივით ხორციელდება“
„დავუშვათ დავიკიდეთ არჩევნები და სექტამ გაათრია კაგებეს მოქმედი „შტაბკვარწირა“, რა იქნება მერე? მერე იქნება სისხლი! ბევრი სისხლი!“
„არასოდეს ენდოთ ამ ორ ადამიანს“
ცესკოში 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა - მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
„ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდება პრეზიდენტი და თუ გახდა, ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში“
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“