"აშშ ჩვენს რეგიონში არსებულ სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "-გიორგი კვირიკაშვილი

"დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.


„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე - რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და - საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ხელმძღვანელ ლევან დოლიძეს, რომელიც ტრენინგებს ჩაატარებს და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება.

 

ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა.





მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე