"ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია"-გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან",- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.

 

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება, თუ აქამდე ეს ზღვარი  100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

 

პრემიერმა ყურადღება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა.

 

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური, დრო საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და სწორედ, ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული,"- აღნიშნა პრემიერმა. 

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თითოეული მოქალაქე სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

 

„მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში, მაქსიმალურად, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობისა და უდიდესი შეღავათის შესახებ, რომელიც ამ ცვლილებით არის გათვალისწინებული,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე