ერევანი - აზერბაიჯანის საარჩევნო, პოლიტიკური მიზანი თუ ისტორიული მიწა?!

ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?

 

ილჰამ ალიევმა სომხეთის დედაქალაქ ერევანს აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიული ნაწილი უწოდა. მისი თქმით, ერევანი აზერბაიჯანის სტრატეგიული სამიზნეა. ამის შესახებ ალიევმა მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" VI ყრილობაზე ისაუბრა.


არ უნდა დაგვავიწყდეს და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა გახდეს მომავალში ჩვენი საქმიანობის ორიენტირი. ამ მიმართულებით დღესაც ვმუშაობთ. ჩვენს ისტორიულ მიწებს წარმოადგენენ ერევნის სახასო, ზანგეზური, გოქჩა. ამის შესახებ უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ და მთელმა მსოფლიომ. მახარებს, რომ ისტორიული ტერიტორიების შესახებ იწერება სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები, იღებენ ფილმებს, ორგანიზებას უკეთებენ გამოფენებს. უახლოეს წლებში უნდა ვიყოთ უფრო აქტიური ამ მიმართულებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში პრეზიენტაციები და გამოფენები უნდა ტარდებოდეს. იმიტომ, რომ ერევანი ჩვენი ისტორიული მიწაა და  აზერბაიჯანელები, უნდა დავბრუნდეთ ამ ისტორიულ მიწაზე. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ მას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა ბაქოში.


ალიევი მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.


არასოდეს დავუშვებთ, რომ მშობლიურ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო შეიქმნას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ წარმოადგენს და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების თემა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 


თავის მხრივ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ილჰამ ალიევის ამ განცხადებას მიუღებელი უწოდეს. სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა news.am-თან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პირველი პირის ნათქვამი "სასაცილო და უაზროა". მისი თქმით, "მიუღებელია, როცა 21- საუკუნეში ერთი ქყევნის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის შესახებ პრეტენზიას გამოთქვამს. სულ მცირე, სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყანისა, რომელიც 100 წლისაც არ გამხდარა, ისტორიულ მიწებზე საუბრობს".


ამ განცხადებას ჯორჯიან თაიმსთან საუბარში პოლტიკური მიმომხილველი და „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი გამოეხმაურა:


ასეთი ტიპის განცხადება საარჩევნო ტექნოლოგიებზეა გათვლილი, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი არანაირად ხელს არ შეუწყობს ყარაბაის პრობლემის მოგვარებას და მით უფრო გაამწვავებს. ეს კი საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე ანუ არჩევნებზეა გათვლილი. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები, როგორც კი არჩევნები ჩაივლის, შეწყდება.


კონფლიქტი მოსალოდენელი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ სომხეთი ძალიან დაიძაბა და შესაბამისი პასუხები მოჰყვა. მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი საარჩევნო კამპანიას ეძღვნება,“- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.


აღნიშნული განცხადება ასევე წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირა კონფლიქტოლოგმა ზაალ კასრელიშვილმა:


ახლა, აზერბაიჯანში წინასაარჩევნო პერიოდია. ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც საქართველოს და უკრაინისთვის, ყველაზე აქტუალური ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც და  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაცალიევმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზესც ისაუბრა, მაგრამ ყარაბაის თემაზე უფრო მაღალი ნიშა აიღო, ვიდრე სომხებს აქვთ. რუსეთი ამბობს, რომ ყარაბა შეიძლება გაიყოს ამ ორ მზობელ ქვეყანას შორის, მაგრამ ალიევმა კი არ ყო, არამედ ერევანიც ჩვენიაო. ამ განცხადებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაცშეიძლება ითქვას, რომ ალიევის ამ განცხადებამ მიზანს მიაღწია.

 

სანამ ყარაბაის კონფლიქტი  დაკონსერვებულია, მანამ სულ არის საფრთხე, რომ ყოველ წუთს განახლდეს. რა ხარისხით   და მიზეზით განახლდება,ამას უკვე არსებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ამ კონფლიქტს რუსეთი აკონტროლებს, როგორც თვითონ სჭირდება. თუმცა ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანში იზრდება მისივე სტრატეგიული  პარტნიორის, - თურქეთის გალენა. თურქეთიც ჩაერევა და  ალბათ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის აღნიშნული კონფლიტის მოგვარებაში,“- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 

კითხვაზე,-თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი საქართველოსა და მსოფლიოზე, გვიპასუხა, რომ სამეზობლოში კონფლიქტი არასოდეს არ არის კარგინებისმიერი ომი და კონფლიქტი  მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამას მოჰყვება თანმდევი პროცესები, ოპზოციისა და პოზიციის მოსაზრებები. მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემები შეიძლება არ იყოსმთავარია დროზე მოხდეს რეაგირება. თუმცა, განსაკუთრებულ კონფლიქტს არ ველით.


არსებულ სიტუაციაში საქართველომ არავის მხარე არ უნდა დაიჭიროს. ჩვენ ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ორივე მხარე მოვიწვიოთ თბილისში, ამოვიღოთ არქივიდან უნიკალური, ისტორიული მასალები სამართლიანობის აღსადგენად და  სიმართლე ვთქვათ. ამ სიმართლის მიხედვით უნდა შევთავაზოთ, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ. კონფლიქტში არ არსებობს აბსოლუტურად მართალი მხარე,“-აღნიშნა ჯორჯიან თაიმსთან საუბარში ზაალ კასრელიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 1918-21 წლებში  აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის მოიპოვების შემდეგ, მთიანი ყარაბაღი სომხეთის დაქვემდებარებაში დარჩა. 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით, ოსმალეთმა და რუსეთმა ამიერკავკასია გაიყვეს, რის შედეგადაც, ყარაბაღი ცალსახად აზერბაიჯანის კუთვნილებაში შევიდა. კონფლიქტის გამომწვევი უშუალო მიზეზი კი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ცალსახად მიკუთვნება იყო.


1988 წელს ძველმა ჭრილობებმა გაიღვიძა და სომხეთის ინიციატივით, შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. დაპირისპირება 1994 წელს ზავით დასრულდა. ომის დასრულების შემდეგ, მინსკის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც კონფლიქტის მოსაგვარებლად რამდენიმე სახელმწიფო გაერთიანდა, თუმცა კონფლიქტი წლების მანძილზე გაყინული იყო და აზერბაიჯანი ტერიტორიის დასაბრუნებლად დროს უცდიდა.


მთიანი ყარაბაღი დღეს დამოუკიდებელი წარმონაქმნია, არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც რეალურად სომხეთს ექვემდებარება. თუმცა, ოფიციალურად მთიანი ყარაბაღი სომხეთს არ შეერთებია. დღესდღეობით კი ამ ორ მეზობელ ქვეყნას შორის ისევ დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციაა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 





მსგავსი სიახლეები
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"
"ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის"
„ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს“
„პატრიოტთა ალიანსს“ ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა
„მრავალი დიდი მეტანია გაუკეთე ჟაკ შირაკს, თავისი დაუჯდომელ-პარაკლისების წაკითხვით და ყვ....ებზე არაერთხელ ამბორით და ახლა აღარ მოგწონს ზურაბიშვილიიიი ხოოო?“
რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
"თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში"
„ღმერთი არავის გაუწყრეს და ამ 6 დღეში, სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, 1 სანტიმეტრი ქართუთული მიწა არ გაიყოდოს და ინაუგურაცია სამოქალაქო პანაშვიდებში არ გადაიზარდოს“
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება -მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოიაზრება, გახარიას კი ალეკო ტაბატაძე შეცვლის
„პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს"
საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას“ ავრცელებს
16 დეკემბრიდან უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა საბოლოოდ აეკრძალებათ
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი“
„მისი ნაკეთები საქმე აკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ დედას და მამას დააბრალო ათასი სიბინძურე, არის არაკაცობა!“
„ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ბატონებო და ქალბატონებო!“