რა შეიძლება განთავსდეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში?

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში, მ. აბდუშელიშვილის ქუჩა № 1-ში მდებარეობს. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორი არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა, საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა.  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, 2013 წლის 17 ნოემბრიდან გიორგი მარგველაშვილმა დაიკავა.


2018 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია. გამოითქვა აზრი, რომ ახალი პრეზიდენტი  ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში გადავა. დღის წესრიგში დგება ის ფაქტი, თუ რა შეიძლება განთავსდეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. 

 

„ჯორჯიან თაიმსმა“ ამ საკითხთან  დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. რა შეიძლება განთავსდეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში?


მალხაზ გულაშვილი - „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი:


მოგეხსენებათ, წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და რა თქმა უნდა, მმართელი პარტიის კანდიდატურა გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. დღის წესრიგში დადგება შენობის საკითხი. არის უამრავი ვარიანტი: უნივერსიტეტი, სასტუმრო... მე პირადად,  ვფიქრობ, რომ რადგანაც ქვეყანაში პირველი პირი არის პერმიერ-მინისტრი,  სწორედ ის განთავსდეს ამ შენობაში, თავისი კანცელარიით. კანცელარიის შენობა, რომელიც აღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, შიცვალოს და გაიყდოს სასტუმროდ. ამით რამდენიმე საკითხი გადაწყდება. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, რომ პრეზიდენტს აღარ გაუჩნდება ამბიცია, რომ ის არის ყველაზე მაგარი ტიპი და ამიტომ ყველაზე მაგარ შენობაში უნდა იყოს. პრეზიდენტი  სანდრო ათონელის ქუჩაზე გადავა, სადც მისთვის რეზიდენცია არის განკუთნილი. პრემიერ- მინისტრს  კი  შესაბამისი შენობა ექნება.


ჯონდი ბაღათურია - „ქართული დასის“ ლიდერი:


ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია თავისი არქიტექტურით და შიდა დაგეგმარებით არის კლასიკური სახელმწიფო დაწესებულება, პირველი პირის რეზიდენცია, ამიტომ, ვფიქრობ რომ სხვა დანიშნულებით მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.


გურამ ბეჟაშვილი - არქიტექტორი:


მე პირადად არ მინდა, რომ რამე სხვა ფუნქციით დაიტვირთოს საპრეზიდენტო რეზიდენცია. არ მესმის სულ რატომ ცდილობენ რამე განათავსონ იქ. არსებული შენობა დაპროექტებული იყო, როგორც რეზიდენცია და თავისი გეგმარებით, მოცულობითი გადაწყვეტა  პასუხობს მხოლოდ ამ ფუნქციას.

 

ლევან ხაბეიშვილი - თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისწევრი:


საპრეზიდენტო რეზიდენცია უნდა დარჩეს იქ, სადაც არის. 


სერგი კაპანაძე -  “ევროპული საქართველოს” წევრი:


ჩემი აზრით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში უნდა განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენცია.


„ჯორჯიან თაიმსის“ შეკითხვას ფეისბუქზე შემდეგი გამოხმაურება მოჰყვა:


ლია ბაგუშვილი - დარჩეს პრეზუდენტის სასახლედ. დღეს არ გვაქვს ამის ფუფუნება, მაგრამ ხვალ ხომ გვექნება, მერე გადაკეთებულ ან გასხვისებულ შენობას ვერ დავიბრუნებთ.


ზაზა ვაჩაძე - მთავრობა სრულად, პრემიერი თავისი ნაზირ-ვეზირებიანად ანუ ყველა სამინისტრო თავისი დეპარტამენტებიანად. ყველანი ერთ სივრცეში, ხოლო მაგათი ახლანდელი სამყოფელი გაიყიდოს და ფული ბიუჯეტში !


ლია  ხიდაშელი - უნდა გაიყიდოს სასტუმროდ! გადააკეთებს მფლობელი და რაღაცას გამოიყვანს! ვინც ყოფილა სასახლეში დამეთანხმება ალბათ რომ არც ბიბლიოთეკად, არც რომელიმე ინსტიტუტისთვის ან სამინისტროდ არ გამოდგება!


გიუ კვარაცხელია -თუ გინდათ სენსაცია მაშინ, გადააკეთონ უპატრონო, ობოლ და შრომისუუნარო ბავშვთა და მოზარდთა თავშესაფრად. აი ჩემი კომენტარი...


ზაზა მალაზონია- რა ვიცი, ასეთ შენობაში რა უნდა განთავსდეს.... ისევ, რამე სახ. დაწესებულება. ოღონდ ცოტა კომპაქტურად, რამდენიმე დაწესებულება ერთად...


მთვარისა ლიპარტელიანი-ჟორჟოლიანი - როგორც ვიცი, სახელმწიფო მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია  ფართის ნაკლებობის გამო. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, ამ დიდ ფართში მუზეუმი, ქვეყნი სახე განთავსებულიყო. 


ზურაბ ბაბუციძე - იმდენი ფული დაიხარჯა პრეზიდენტის რეზიდენციის ასაშენებლად, შენობა სპეციალურად დაცულია აშენებული თავდასხმებისაგან და მიწისძრაც კი არის ზედმიწევნით გათვალისწინებული და ახლა გადაგაქვთ სხვაგან, სხვა შენობაში. რატომ???. არის ეს სახელმწიფოსთვის ზარალი თუ არა???. რამდენი რეზიდენცია უნდა გამოიცვალოს საქართველოს პრეზიდენტმა???. ახალი მთავრობის მოსვლით ახალი რეზიდენცია უნდა აშენდეს???. როდემდე???.


ირინე ცინცაძე - მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენცია. მოსწონს ეს მავანს თუ - არა.


თინიკო მაჭარაძე - აუცილებლად დარჩეს პრეზიდენტის სასახლედ.


 

/ნინო ოთარაშვილი/





მსგავსი სიახლეები
„დიდი მადლობა ამ ორ კარგ ადამიანს დახმარებისთვის!“
„ამ გრიგოლ გოგელიას აზრით, სამშობლო ყოფილა მშიერი, გამათხოვრებული, უსახლკარო, ქუჩაში დაგდებული ადამიანი და არა მიწა-წყალი“
„პენსია ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღებ - ეს ჩვე­ნი ფუ­ლია, ჩემი შრო­მის გამო მაძ­ლე­ვენ, მაგ ფულს სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს“
„ის, რაც ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის სახელის ირგვლივ ხდება, არის აბსოლუტური მარაზმი და გარდაცვლილის პერსონით სპეკულირება და მისი შეურაცხყოფა“
ასეთი რამ 823 წელიწადში ერთხელ ხდება, რასაც ჩინელები ეძახიან „ფულით სავსე ჯიბე“
„მაგ ქალმა გაჩუქათ ეს კაცი და 20-თეთრიანი სანთლით მაინც გააცილეთ უკანასკნელ გზაზე“
"მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა"- 13 წლის უშგულელი გიდი
ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული
ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
„რამდენიმე საათში გავიარე და დამხვდა გაკრიალებული ფასადი“
„ახლა დავფიქრდი და გავოგნდი... ჩვენ... საბრალო ქართველები... რას ვთხოვთ ჩვენს მთავრობას - ნუთუ ამას ხვეწნა სჭირდება..?„
„დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე სასოფლო სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა - შესაბამისად, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მითუმეტეს, ხელის შეშლა სხვებისთვის“
რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს
რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება
ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით ზედამხედველობა გამკაცრდება
გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოს მიმართავს
რუბრიკა - ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის
საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა
თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა