ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს მიმართავს

 

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს:

 

"ეროვნული ბანკი შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის რეკლამა.

შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.  


ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე - nonbank@nbg.gov.ge ან ნომერზე - 2 406 406." -ნათქვამია განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
„ვაშლიჯვარში მცხოვრებ ირანელებს 112-ში დაურეკავთ, ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო, მოვიდა პატრული და იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ“
ცნობილი რუსი მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისვენებს
სად დაიკარგა ზვიად კუპრავა და რატომ ცემეს ზაზა სარალიძის მეგობრებმა ყოფილი თანამოაზრე
„სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი - ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა“
რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს
"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
კალაძეების დიდი ოჯახი თბილისის ქუჩებში
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში უფასოდ გადაამზადებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით..." - პაატა იმნაძე
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს
საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება?
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
„ღამის ავტობუსი“ - 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს
„ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის "სიბნელეები"... ან ბავშვს რომ ანათლინებთ "ბნელებს", ან "ჯვარს იწერთ", ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?“
"წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი" - გიორგი შენგელაია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
აქციის მონაწილე სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საწვავი გადაისხა