"ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა"

 

 

რატომ აფარებენ ქართული არასამთავრობოები აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხელს, რის გაკეთებას აპირებდნენ თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე თავდაცვის სამინისტროში, რა უნდა მოითხოვონ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების მშობლებმა, რაში უნდა მივბაძოთ ამერიკას? _ ამ თემებზე "ახალ თაობას" უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე: _ მუხთარლის საქმე ისევ აქტუალურია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე აქტიურად ითხოვენ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამ იდეას მხარს უჭერენ არასამთავრობოებიც. საქმის გამოძიებაში რომ პრობლემები ყოფილიყო, ამ კომისიის შექმნა უპრიანი იქნებოდა. ჩვენ კი სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე _ გამოძიება თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს.

 

საქართველოს პროკურატურას არ მიეცა იმის უფლება, რომ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და მუხთარლი დაკითხოს. მუხთარლი ამ ამბის მთავარი ფიგურანტია და საქმეს მსვლელობა ვერ მიეცემა, თუ მისი დაკითხვა არ მოხდება მაინტერესებს, ნაციონალურმა მოძრაობამ მასთან დაკავშირებულ არასამთავრობოთან ერთად ერთხელ მაინც რატომ არ დააყენა ეს საკითხი? იმაზე ხომ აქტიურად საუბრობენ, რომ კამერების ჩანაწერები წაიშალა. იმაზეც წუხან, ამ საქმის გამოძიება თავიდანვე პროკურატურამ რატომ არ დაიწყოო. სამაგიეროდ, არავინ არ იღებს ხმას იმ უდიდეს ხარვეზზე, როცა გამოძიებას იმის საშუალებას არ აძლევენ, დაკითხოს პიროვნება, რომელიც გაიტაცეს. - გაიტაცეს თუ გამოიტაცეს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს კაცი ამბობს, გამიტაცესო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო უწყებას მის დაკითხვის უფლებას არ აძლევენ. - ვინ არ აძლევს პროკურატურას მისი დაკითხვის უფლებას? - საქართველოს პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ხელს აზერბაიჯანული მხარე უშლის. - ამაზე პროკურატურა ხმას რატომ არ იღებს? - ხმას იმიტომ არ იღებენ, რომ აზერბაიჯანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება და მის გაღიზიანება არ უნდათ. - _ ანა დოლიძეს რაღას ერჩით? _ რას ჰქვია, რას ვერჩი! ის რას ერჩოდა საქართველოს, როცა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაში ეხმარებოდა რუსებს და ახლა - ეს ადამიანი მთელ სასამართლო სისტემას არიგებს ჭკუას. - საშინელებები დაატრიალა იუსტიციის - საბჭოში. ქალბატონია, თორემ იქ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა. - ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, როცა ანა დოლიძემ რუსთავი 2-ს აღიარებითი ჩვენება მისცა.

 

აღიარა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, "რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა" აწვდიდა ინფორმაციებს როგორც ქართველების, ასევე რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. - თავის მხრივ ევროპულ სასამართლოში სარჩელები შეჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე - გახმაურებული საქმეა `სიპოლსი საქართველოს - წინააღმდეგ~, რომლითაც მოსარჩელე საქარ- - თველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართუ- - ლი შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის - დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების გან- - ზრახ მკვლელობაში. გახსოვთ, რომ `მძინარე - ცხინვალის დაბომბვა~ და `ოსების გენოციდი~ - მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს ხელი- - სუფლების მიმართ. _ ეს ანა დოლიძისგან რატომ გაგიკვირ-დათ? ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, ყველა ერთხმად გაიძახოდა, მიშამ მძინარე ცხინვალი დაბომბაო. _ ეს განცხადებები კეთდებოდა საქართვე-ლოში, ანა დოლიძე კი იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

 

ანა დოლიძე გახლავთ ლევან ბერძენიშვილისა და თინა ხიდა-შელის გაზრდილი პიროვნება. რაც თინა და ლევანი არიან იდეურად, ის არის ეს ქალიც. შენი ქვეყანა რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, რატომ უნდა წახვიდე მის წინააღმდეგ, არ მესმის. ეს ადამიანი იუსტიციის საბჭოში კი არა, ტელევიზიაში არ არის გამოსაჩენი. ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯი აქვს გადადგმული, მაღალ თანამდებო-ბაზე არ უნდა ინიშნებოდეს. ამის მერე გამოდიან ვიღაცები და ამბო-ბენ, რომ ანა დოლიძე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა. საიას თავმჯდომარეობი-სას ერთი-ორი სიტყვა მართლა თქვა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ნაცებზე ხმა აღარ ამო-უღია. ამიტომ ბევრს ნუ ლაპარაკობენ, რომ ის სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანს ნიკა გვარამიამ სასამართლო სისტე-მის ერთადერთი ნათელი წერტილი უწოდა. ეს უკვე კარგად მეტყველებს, თუ რას წარმოადგენს ეს ქალი _ მას ნაცები უჭერენ მხარს. ვაღიარებ, რომ სასამართლოში ყველაფე-რი კარგად არ არის, ისიც ვიცი, რომ იქ ადეიშ-ვილის ხალხია და ეს მეც არ მომწონს, მაგრამ ანა დოლიძის აქტიურობა მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ ქალს სხვა მიზნები აქვს. _ რა მიზნები აქვს? _ უნდა, რომ სასამართლო სისტემაში ფსევდოლიბერალები და სოროსის წიწილები შეიყვანოს. მერე ამ სისტემასაც ისევე სრულად გააკონტროლებენ, როგორც სახალხო დამცვე-ლის ოფისს აკონტროლებენ. საპარლამენტო უმ-რავლესობის დიდ ნაწილსაც სოროსის წიწილე-ბი წარმოადგენენ. ახლა სასამართლოს გაკონ-ტროლება სურთ. მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს ჩე-მი სიტყვები: ფსევდოლიბერალებმა თუ სასა-მართლოში შეაღწიეს, სააკაშვილის სასამარ-თლო მონაგონი იქნება. _ თქვენ ამბობთ, რომ ანა დოლიძე ამერი-კაში წასვლის შემდეგ სააკაშვილს აღარ ებრძო-და. მეოცნებეთა დიდი უმრავლესობა, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, 2011 წელს დაუპი-რისპირდა ნაციონალებს, ანა დოლიძე კი ბევ-რად ადრე აკრიტიკებდა მათ. _ გეთანხმებით. იმასაც ვაპროტესტებ, რომ ხელისუფლება თუ აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო პორტირებული ნაცებით არის სავსე. ამას სულ ვაპროტესტებ და თქვენს გაზეთთან უამრავჯერ მაქვს ამაზე გან-ცხადება გაკეთებული. `ოცნებაში~ პორ-ტირებული ნაცების ყოფნა ანა დოლი-ძის კრიტიკის უფლებას არ მართმევს. _ ამის უფლებას არავინ გარ-თმევთ, მაგრამ ამ სარჩელებზე, რომლე-ბიც ახლა გაუხსენეს ანა დოლიძეს, მაშინ რატომ არავინ საუბრობდა, თავ- დაცვის მინისტრის მოადგილედ რომ დანიშნეს? _ როგორ არა? ძალიან კარგა-დაც საუბრობდნენ. და რა კარგია, რომ ეგ პერიოდი გამახსენეთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეობისას მან მო-რიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხა-დება გააკეთა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა, სამხედრო ნაწილებში სხვა-დასხვა აღმსარებლობის ჯარისკაცე- ბისთვის სალოცავი ოთახები უნდა გავ-ხსნათო. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა აღმსარებლობას პატივი ვცეთ, მაგრამ სალოცავი ოთახების შექმნა მეტისმე-ტი იყო. ამ ქალმა ეგეც არ იკმარა და მოითხოვა, ჯარში სამსახურის უფლება განსხვავებული სექსუალური ორი-ენტაციის ხალხსაც უნდა მიეცესო. ამას ტრამპიც კი ეწინააღმდეგება და ამათ მომინდომეს რაღაცები. _ რას ხედავთ ამაში ტრაგი- კულს?

 

შესაძლოა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამი- ანი ისეთი სტრატეგი იყოს, ახლოს ვერ მივიდნენ გამოკვეთილი მამრები. _ კარგით ახლა, არ არის ასე საქმე, ასეთ რამეებს ცოტა სერიოზულად უნდა მივუდგეთ. _ არასერიოზული რა ვთქვი, ალექსანდრე მაკედონელსაც ჰქონდა განსხვავებული სექსუა-ლური ორიენტაცია, მაგრამ.... _ რა შუაშია აქ მაკედონელი. ტრამპმაც კარგად იცის მაკედონელის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგია, რომ არმიაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხმა იმსახუროს. ყველაფერში აშშ-ს ბაძავენ და რაღა ამაში უნ-დათ, რომ განსხვავებული იყვნენ? ცოტა ვერ გავიგე. _ თქვენ ხომ არ მოგწონთ ამერიკა? რაღა ეს ინიციატივა მოგეწონათ? _ მე არ მიყვარს ამერიკა? მე ყველა ქვეყანა მიყვარს. უარყოფით პოზიციებს პოლიტიკური ფიგურების მიმართ ვაფიქსირებ, ქვეყანამ რა დამიშავა. _ ტრამპის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყანას მართლა დაუტკბით. _ არავისაც არ დავუტკბი.

 

გიმეორებთ, არცერთი ქვეყნის წინააღმდეგი მე არ ვყოფილ-ვარ. და დამამთავრებინეთ, რასაც ვამბობ: ქარ- თული ჯარი ბრძოლაში რომ მიდიოდა, ჯვარი მიუძღოდა. კიდევ კარგი, თინა ხიდაშელი გაუშ-ვეს მინისტრობიდან და თან დოლიძეც მიაყო-ლეს, თორემ ეგ ორი ქალი დააქცევდა ჯარს. მაგათ რომ დასცლოდათ, ჯარში განსხვავებუ-ლი სექსუალური ორიენტაციის ხალხს მიიყვან-დნენ. _ თქვენ გგონიათ, ანა დოლიძის განცხა-დების შემდეგ ჯარს ტრანსგენდერების არმია მიაწყდა? ჯარში ე.წ. მუჟიკებს აღარ უნდა წასვლა. _ ვიღაცებს მაინც წაიყვანდნენ. ვიღაცას ხომ დაადგმევინეს შოუ. არ დასცალდათ, თორემ დაშლილი იქნებოდა ქართული ჯარი. მის რუ-სულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და- ვუბრუნდები და ძალიან მიკვირს, რატომ არ მიდიან მასთან შვილმკვდარი დედები და პასუხს არ სთხოვენ.

 

მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილები აგვისტოს ომში დაეღუპათ, მივიდნენ ანა დოლიძესთან და დეტალურად მოაყოლონ, რა საბუთებს აგროვებდა საქართველოს წინა-აღმდეგ. გიორგი მარგველაშვილსაც უნდა მოეთ-ხოვოს პასუხი, მაგის წარდგენილია ანა დოლი- ძე, ან მაგას რაზე უნდა ველაპარაკო, კაცი პრეზიდენტია და ფაროსანების დახოცვა დაიწ-ყო. _ არ მოუკლავს ის ფაროსანა, იკითხა, მოვკლა-არ მოვკლაო? _ ჰო, კარგი, ლირიკული გადახვევა იყო და არ დამიწერო, არ არის სახუმაროდ საქმე _ ჯარი, როგორც იქნა, ვიხსენით ფსევდოლიბე-რალებისგან და ახლა სასამართლო სისტემაში აპირებენ შესვლას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რო-მელმაც საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ასეთ მაღალ თანამდებობაზე არ უნდა იყოს.





მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე