საქართველოს ნაკრებს მაიკლ დიქსონი შეუერთდა

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს. დღეს დილით თურქეთიდან ჩამოფრინდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ დიქსონი, რომლის თამაშზეც დამოკიდებული ძალიან ბევრი იქნება - ამერიკელი საუკეთესო იყო შესარჩევი ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში და დღევანდელი, გადახალისებული შემადგენლობის გათვალისწინებით ავსტრიასთან დიქსონის შედეგიანი თამაში უმნიშვნელოვანესია. დიქსონმა ფიზიკურად ვერ მოასწრო დილის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება და რეალურად თამაშამდე დარჩენილ 2 ვარჯიშში ჩაერთვევა, რაც ცხადია ძალიან ცოტაა. ბერძენი ისედაც განიცდის დროის სიმცირეს და აღნიშნა კიდეც, რომ ტრამვირებულ მოთამაშეებზე არანაკლები პრობლემა მატჩამდე და მატჩებს შორის არსებული მოსამზადებელი დროის სიმცირეა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ნაკრები ჩარტერული რეისით თბილისში ბრუნდება და მზადებას გერმანიასთან 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის განაგრძობს. ხვალინდელ მატჩში, ბევრ რამეს განსაზღვრავს სათადარიგო მოთამაშეების ასპარეზობა. წესით ზუროსმა სათადარიგოებს მეტი დრო უნდა დაუთმოს. თავის გამოჩენის შანსი მიეცემა რევაზ ჩაჩანიძესაც, რომელსაც ხვალ ავსტრიასთან დაპირისპირებაში სანაკრებო დებიუტი ექნება. ავსტია - საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

 

ლექსო მაისურაძე 





მსგავსი სიახლეები
ქართველმა 20-წლამდელმა მორაგბეებმა შოტლანდია 39:31 დაამარცხეს
„გლდანი - 400 000 მოსახლე, ისლანდია - 348 000 მოსახლე“
ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Neymar Jr’s Five - საქართველოში პირველად გაიმართება
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონია 24:22 დაამარცხეს
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ირლანდია დაამარცხა
იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა (ფოტოები)
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა! როგორ დახვდნენ ქართველ ოძეკის აეროპორტში გულშემატკივრები (ვიდეო)
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა! როგორ დახვდნენ ქართველ ოძეკის აეროპორტში გულშემატკივრები (ვიდეო)
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა
3 ივნისს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ტურნირი „ზუკას თასი“ გაიმართება
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება - „დაიბრუნე შენი ქუჩები“ გაიმართა
„ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ“
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ნაკრების მწვრთნელს უცხოეთში ეძებს... და პოულობს კიდეც
„ასე უჭირავთ ქეჩოთი ქევხიშვილი და არ უშვებენ, საძმაკაცო ჰყავს, ოჯახური კლანი ჰყავს, მართავენ ქევხიშვილს“
ქართველმა სეკიტორმა ნაცუ ბაშოზე მეორე ადგილი დაიკავა, 13 გამარჯვებითა და 2 მარცხით
„რამდენჯერ უტირია შვილის მონატრებით, ბავშვი 7 თვის ხდება და ჯერ ხელში არ აუყვანია“ - უცნობი ტოჩინოშინი
რამდენი ათასი ლარი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა დღევანდელი გამარჯვებით
ლევან გორგაძემ 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა