ერთი წლის წინ რესტავრირებული საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ინგრევა?

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს, ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილია, ასევე, წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს საქართველოში. დაარსდა 1932 წელს, ეროვნული გალერიის ბაზაზე.

 

შენობა, რომელშიც მუზეუმია, 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში.

 

მუზეუმი ბევრ საინტერესო ნაკეთობას და მხატვრულ ნიმუშს ინახავს.

 

ერთი წლის წინ, სასახლეს  ექსპულატაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღის წინ კი, ყველასთვის მოულოდნელად, მას გარე ფასადის ზედა ნაწილი - ბათქაში ჩამოენგრა. შემთხვევას ,,ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტი შეესწრო, რომელმაც, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა და ამ ფაქტით გადაკეტილი გზის გამო, გადაადგილების პრობლემაც შეექმნა.

 

ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან თაიმსი“   .თბილისის მერიას, კულტურის სამინისტროს და ეროვნულ მუზეუმს დაუკავშირდა.

 

ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის თქმით, ეს ფაქტი შენობის სიძველის გამო მოხდა:

 

„შენობას ზედა ნაწილი , -  ბათქაში ჩამოეშალა. ამ ფაქტზე რეაგირება მერიის სპეცსამსახურმა  იმ საღამოსვე მოახდინა, მოხსნა ის ნაწილი, რაც იშლებოდა,რათა,  ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება  უსაფრთხო ყოფილიყო. შენობა ძველია და იმ ფაქტს, - განმეორდება თუ არა მსგავსი შემთხვევა, ვერავინ განსაზღვრავს.

 

რამ გამოიწვია ეს ფაქტი, ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით. ვერც გავრცელებულ ვერსიებს დავეყრდნობით, რადგან ფაქტია, რომ შენობას პრობლემები მანამდეც ჰქონდა, სანამ პანორამა თბილისის მშენობლობას დაიწყებდნენ და მანამდეც, სანამ ახალი გზები გაკეთდებოდა.

 

მთავარი პრობლემა არის ის, რომ შენობა არის ძველი.“-  აცხადებს ანო ვერულაშვილი.

 

„ჯორჯიან თაიმსი“  ასევე, არქიტექტორ გურამ ბეჟაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, შესაძლებელია სასახლის აშენების დროს იყოს შეცდომები დაშვებული:

 

„არსებობს რამდენიმე ფაქტორი იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი. შეიძლება იმის გამო, თუ როგორ იყო გათვალისწინებული პროექტში, რა მასალისგან იყო გაკეთებული, რამდენად ხარისხიანად. სრულიად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისეთი მასალა, რომელიც ვერ უძლებს ყინვას, ან - სითბოს.

 

ზოგადად, ასე ადვილად, პატარა ვიბრაციით შენობები არ უნდა ინგრეოდეს  და ესეც, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამონგრეულიყო.  ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, მშენებლობის უხარისხობაზე მეტყველებს.

 

მაგრამ, რადგან მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, გადაჭრით ვერ ვიტყვი ვერაფერს. ამას  ადგილზე მისვლა და დეტალურად შესწავლა სჭირდება“. - აცხადებს იგი.

 

,,ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტმა, რომელიც ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ფასადის ნგრევის შემთხვევას შეესწრო, მისი ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გადაიღო:

 

ვიდეო

 

 

 

 

 

/სალომე სამხარაძე/ 

 

/ნინო ოთარაშვილი/





მსგავსი სიახლეები
„ბრილიანტის ჯვარი რა ''მძიმე ჯვრად'' ქცევიათ მავანთ! იმათ, საკუთარ პერსონას ენციკლოპედიის პირველ ტომად რომ მიიჩნევენ“
„დავით საგანელიძე, მიუხედავად პირადი წყენისა, მოიქცა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, დადგა პირად წყენაზე მაღლა და არ გაგვიმეტა ციხისთვის!“
მასპინძელმა დადგა სასმისი და თქვა, რომ ვინც მშობლებს მარტოხელათა პანსიონში, თუნდაც მდიდრულში, ტოვებენ, მათთვის ვერ იმღერებდა
„ქართული NGO "სექტორი" ისე განიცდის ამ ამბავს, თითქოს ათონის წმიდა მამათა სავანეებიდან იღებდნენ პურის ფულს და საეკლესიო ტიპიკონით ცხოვრობდნენ“
„ფონდის ისტორიაში არ არსებობს არც ერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარება ბენეფიციარისთვის მისი პოლიტიკური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო“
"ვინც ჩემს შვილს ლანძღავს, ყველას "ოცნების" მაისური აცვია"- ზაზა სარალიძე
24 ივნისს, გარბენი „თბილისის“ გამო, ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება
"ჩემი შვილი მსხვერპლია... მგონი ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი" - ლევან დადუნაშვილის დედა
ბორის კაკუბავა მოზარდების მკვლელობაში მონაწილეთა რაოდენობას ასახელებს და საეჭვო დეტალებზე საუბრობს
"ერთადერთი გართულება იყო, რომ ჭამა უყვარდა და გაკვეთილზე მასწავლებლის წვალება"
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
როგრი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე
ნანატრი საჩუქარი ბიჭებს, პირიქითა ხევსურეთიდან
„მე პირადად აღარ მინდა ამ გაიძვერების კარნახით ვიცხოვრო, მესმის მათი გავეშების, ბუღაძეებს აღარ გამოუყოფენ ყველაზე პრესტიჟულ დროს "ერის დამოძღვრის საათს"
„20 წელია, თურმე აფინანსებს ბნელიტას ბიძინა! ესე იგი ქართველი ხალხი სიბნელესა და სიცივში რომ ღაფავდა სულს, "ელიტა" კარგად ყოფილა!“
"ჩვენ მხოლოდ არაბი მძღოლი და გამყოლი გვინდაო" - არაბი ტურისტების მოთხოვნა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ევ­გე­ნი­ძე და მუ­სი­კო­სი ნიკა კო­ჩა­რო­ვი პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან
პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20%-ით გაიზრდება
"ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება!" - კახა კალაძე