ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ გახსნილი დანაშაულები - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ გახსნილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. 



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის შედეგადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.



მისივე თქმით, სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის, 589.86 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის რვა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.



როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 



ამასთან, მისივე თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

 

„პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ჭელიძემ.



მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს და მათი მიზანია მაქსიმალურად შეამცირონ ნარკოტიკის გავრცელება.





მსგავსი სიახლეები
„ვაშლიჯვარში მცხოვრებ ირანელებს 112-ში დაურეკავთ, ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო, მოვიდა პატრული და იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ“
ცნობილი რუსი მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისვენებს
სად დაიკარგა ზვიად კუპრავა და რატომ ცემეს ზაზა სარალიძის მეგობრებმა ყოფილი თანამოაზრე
„სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი - ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა“
რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს
"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
კალაძეების დიდი ოჯახი თბილისის ქუჩებში
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში უფასოდ გადაამზადებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით..." - პაატა იმნაძე
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს
საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება?
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
„ღამის ავტობუსი“ - 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს
„ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის "სიბნელეები"... ან ბავშვს რომ ანათლინებთ "ბნელებს", ან "ჯვარს იწერთ", ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?“
"წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი" - გიორგი შენგელაია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
აქციის მონაწილე სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საწვავი გადაისხა