გია მაისაშვილის თბილისში ჩამოყვანა 160, 000$ ჯდება - ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქართველი  პოლიტოლოგი  და  ეკონომისტი  გია მაისაშვილი, უკვე რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის. გია მაისაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ამერიკიდან თბილისში ჩამოყვანა მხოლოდ სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითმფრინავით არის შესაძლებელი, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

 

როგორც ცნობილია, ავადმყოფის მეგობრებმა დახმარებისათვის სახელმწიფოს მიმართეს.  გია მაისაშვილის ოჯახი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუში’’ გავრცელებული ინფორმაცია საჯარო ფულის შეგროვებასთან  დაკავშირებით, მათი ინიციატივით არ გავრცელებულა. ოჯახი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის და  თხოვნით მიმართავს მათ, - არ გადარიცხონ  ფული და ასევე, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან:

 

''ყველაფრის მიუხედავად, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ, გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელმიუწდომელია.ეს შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითმფრინავითრომელიც ჯდება 160, 000$. გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ფეისბუქზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების არცერთი ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ, არ ჩაურიცხოთ არავის ფული. ასევე, დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან. უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“- ნათქვამი განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
კვლევა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა
„მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას“
ვინ უმალავს საკუთარ შვილებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს - პოლიტიკოსების სია
რუბრიკა - ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად
"ავერსსა" და "თბილისის საკრებულოს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ფრანგული გასტრონომიის კვირა «Goût de France / Good France» გაიმართება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირება დადგენილია
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა
თბილისში ინგლისურ-ანალიტიკური ჰაბი გაიხსნა
ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები."- მამუკა ბახტაძე
„პირველი, რაც გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ, ეგ იყო - სწორედ მაგ პარტიზანების კისერზეა უამრავი ქართველის მტრის განადგურება!“
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი
„გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!“
„ნოდარია დაქნეულო! ტროლები არის სწორედ ეგ, რასაც შენ იყენებ, მაგას ჰქვია მოსახლეობის დატროლვა! გადაეცი ნიკაია დაფერთხილს - 2003 წელი აღარ არის ახლა და აღარ ჭამს ხალხი მაგას!“
„ოცნების“ თავგადაკლული ხალხი რომ დღემდე უმუშევარია და იმ უზრდელი, ენაწაგდებული, ბობოლა ნაცის ცოლი სახელმწიფო სამსახურშია ბედნიერად დასაქმებული, ესაა დემოკრატიის მწვერვალი!“