შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ.



როგორც „ჯორჯიან თაიმსს" შსს-ში განუცხადეს, ეს თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება, რასაც სამართალდამცავები კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში ახორციელებენ.



„დაპირისპირებისა და თავიდან აცილების, ასევე თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ხდება ბორჯომის საკრებულოს შენობაში კონკრეტული ადამიანების შეშვება. აღნიშნულს ჩვენ ვახორციელებთ კანონით მონიჭებული უფლებით, რომელსაც „პოლიციის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად“, - განაცხადეს შსს-ში. 



ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ამის შესახებ ზაზა ჩაჩანიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. 


რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობას, ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც პარტია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ, ასევე ბორჯომის მერიის თანამშრომლები. 



ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.



დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.





მსგავსი სიახლეები
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი დაიკარგა, პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს
„ჩვენი რეგულაცია იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი კანაფის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში, მაგრამ ვფიქრობ, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებასთან“
კანაფის თემაზე სასაუბროდ ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა
1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა
„ქართული ოცნების“ დადგენილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო
ფრაქცია “ქართული ოცნება“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დადგენილების პროექტში ჩაასწორებს პუნქტს, რომელიც საქმეში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ეხება
რამდენს შეადგენს ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომამდე აღებული სახელფასო დანამატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა ხვალ გაგრძელდება
„დაადგინა კომისიამ, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს? - ვერ დაადგინა“
სასულიერო პირების ქადაგებებზე საია ცესკოს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, შე იდიოტო“
კანაფის კულტივაცია–წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე შს მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს"
შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული