სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთის პარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი 64 წლის არმენ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტი გახდა.

 

ეს არის პირველი შემთხვევა სომხეთის ისტორიაში როდესაც პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩია.

 

მის კანდიდატურას 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 10, ერტი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პრეზიდენტის ასარჩევად 105 დეპუტატიდან, 79-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

 

არმენ სარქსიანი კომპანია Knightsbridge Group -ის მფლობელია, რომელიც ენეგროსფეროში მოღვაწეობს და მოიცავს 15 კომპანიას ევროპაში, რუსეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ყაზახეთში.

 

დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში იყო სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე კვლავ სომხეთის ელჩია დიდ ბრიტანეთში.

შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდა საკონსტიტუციო ცვილელებთან დაკავშირებით. რეფერენდუმის შედეგად, ქვეყანა ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერჟ სარქსიანს ძალაუფლების შენარჩუნება და პრემიერობა სურს.





მსგავსი სიახლეები
საზარელი ავარია თურქეთში - გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს
"ქართველი კოლეგები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასულები ყველა სფეროში"-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
უკრაინელმა ხელოვანმა რუსეთის "სისხლიანი მსოფლიო ჩემპიონატი" აჩვენა (ფოტოები)
ვარშავაში ყვავილების ცისარტყელა, რომელიც LGBT საზოგადოების მხარდასაჭერად დაიდგა, მოქალაქეებმა მეორედ დაწვეს
ლონდონის ცენტრში 12-სართულიანი სასტუმრო იწვის
აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქრისტიან მცხობელს, რომელმაც გეების ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი განაცხადა
"ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ"- პუტინი წელსზემოთ შიშველ ფოტოებზე
რა ღირს ცხოვრება სტამბოლში
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელიც თითქოს გუშინ კიევში მოკლეს, ცოცხალია
პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო კიევში მოკლეს
ინტერვიუს დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ ჟურნალისტები გარდაიცვალნენ - აშშ-ში სტიქია მძვინვარებს
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც ხელისუფლება 40 წელი მალავდა
„დღეს ჩავიდა ეს "პროგრესულობის და ევროპის სიმბოლო" პეტერბურგში და სულ Chere Vladimer (ძვირფასო ვლადიმერ) ეძახა პუტინს“
აშშ-ში მშობლებმა 30 წლის შვილს უჩივლეს, რომელიც ცალკე საცხოვრებლად არ გადადის
სალონიკის მერი, ქალაქში გეი-აღლუმის ჩატარების ნებართვის გაცემის გამო, სასტიკად ცემეს
მეგან მარკლის ნათესავი პოლიციამ გაანეიტრალა
ახალდაქორწინებულებმა ეკლესიის კიბეებზე ერთმანეთს აკოცეს