საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო,

 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. სწორედ, ამ წლების განმავლობაში  გახდა შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთასასარგებლო პარტნიორობის განვითარება ორ მოძმე ქვეყანას შორის. 2017 წლის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, ასევე, შეხვედრები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და დღეს ჩვენ გვაქვს საპასუხო ვიზიტი სომხეთში. ასევე, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი და მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვლიად უმაღლეს ნიშნულზეა. ვიზიტის მნიშვნელობასა და განსახილველი საკითების ყოვლისმომცველობაზე მეტყველებს დელეგაციის შემადგენლობა. საქართელოს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების მინისტრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითები ორმხრივი თანამშრომლობისა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე მინდა, ჩემს კოლეგას მივულოცო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი სომხეთში. ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას.

 

ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და რათქმაუნდა, მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

 

ასევე, მნიშვნელოვანია უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და გამოცდილებების გაცვლა და მე მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი ერევნის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ცენტრ „თუმო"-ს. ვიმედოვნებ, ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი კოლეგის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში, სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

ჩვენ მივესალმებით, ასევე, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტების კიდევ უფრო გააქტიურება. აგრეთვე, დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

ჩვენ ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა, რათა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა მომზადდეს  და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ასეთი შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება.

 

მინდა, ასევე, გამოვეხმაურო იმ სახელისუფლებო რეფორმებს, რომელიც სომხეთში ხორციელდება. მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარქისიანს, რომელიც ასევე, საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში. მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებებით - მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები.

 

მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს გულთბილი მიღებისათვის და მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მოძმე მეგობარ ქვეყანას.

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი:

 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო ბატონო პრემიერო, პატივცემულო მეგობარო!

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობით  სომხეთში ჩამობრძანებულ დელეგაციას.

 

მოხარულნი ვართ თქვენი ვიზიტით. უნდა დავაფიქსირო, რომ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება. დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში. განვიხილეთ, როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე  რეგიონალური საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით  იმ ქმედებებზე,  რაც უნდა განვახორციელოთ  საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი. საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც. უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზედ კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მოხარული ვარ რომ აქ ბრძანდებით.





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“
„ამბობენ, მოიტყუეს, თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით, იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით“
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ" - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია
საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა შეეზღუდოთ
„ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს - მისი მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა“
„ცხონებული მამამისი, კომუნისტებთან მებრძოლი, დისიდენტობისთვის ჯერ ციხეში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იჯდა პოლიტიკურზე, მერე შევარდნაძის ხუნტამ დაამხო და გროზნოში გააძევა“
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო “
„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი“
„ჩემს პროტოკოლს დავარეკინე ლავროვის პროტოკოლთან და შევუთვალე, უნდა იყოს აფახზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება, სხვანაირად ოფიციალური ვიზიტი ვერ იქნება-მეთქი და როცა უარი მივიღე, აეროპორტში დაგებული წითელი ხალიჩა დავახვევინე“
ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს
"მთავარსარდალ სააკაშვილს სასწრაფოდ შეატყობინეს, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, 100 ტანკი და 65 ბეტეერიაო"
„ევროპულმა საქართველომ” უწყებათაშორისი კომისია დატოვა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"
„უკლებამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა“