ბოლო პერიოდში თბილისში მომხდარი ყაჩაღობის გახმაურებული ფაქტები გახსნილია

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს  ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გახსნილია ასევე გახმაურებული, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც.


დაკავებულია 2 პირი,  მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ  ყაჩაღობის  ფაქტებზე  სულ დაკავებულია - 7 პირი," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ  შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე."





მსგავსი სიახლეები
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი დაიკარგა, პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს
„ჩვენი რეგულაცია იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი კანაფის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში, მაგრამ ვფიქრობ, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებასთან“
კანაფის თემაზე სასაუბროდ ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა
1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა
„ქართული ოცნების“ დადგენილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო
ფრაქცია “ქართული ოცნება“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დადგენილების პროექტში ჩაასწორებს პუნქტს, რომელიც საქმეში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ეხება
რამდენს შეადგენს ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომამდე აღებული სახელფასო დანამატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა ხვალ გაგრძელდება
„დაადგინა კომისიამ, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს? - ვერ დაადგინა“
სასულიერო პირების ქადაგებებზე საია ცესკოს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, შე იდიოტო“
კანაფის კულტივაცია–წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე შს მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს"
შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული