"ყალბი როგორ არის, როცა საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა ქაღალდზე?!" - ჯონდი ბაღათურა

28 თებერვალს, ღია წერილით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. აღნიშნულ წერილს - ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების წინააღმდეგ - რამდენიმე ცნობილი მეცნიერი და არტისტი, პოლიტიკოს ჯონდი ბაღათურიასთან ერთად ხელს აწერს. გზავნილში რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება.  იხილეთ სრული წერილი ბმულზე.

 

გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის ხელმოწერა ყალბი აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა:

 

„მიმართვაში მეცნიერებათა აკადემიის დირექტორის ხელმოწერა საერთოდ არ იყო. უბრალოდ მეცნიერებათა აკადემიიის წევვრებმა სიტყვიერად შემატყობინეს, მაგრამ ხელმოწერა ქაღალდზე არ არის. გამოვაქვეყნე ამის გარეშე და  გიორგი კვესიტაძე შემოუერთდა სიტყვიერად, შემდეგ ჟურნალისტებს ვთხოვე ,იქნებ მიამატოთ-თქო და არ მიამატეს. ყალბი როგორ არის, როცა საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა ქაღალდზე?! ერთადერთი, ხელი არ მოუწერია და სიტყვიერად არის დატანილი -რეზო ამაშუკელია. დანარჩენ ყველას პირადად აქვს ხელი მოწერილი. ზოგიერთის ხელმოწერას მე თვითონაც ვესწრებოდი. მაგალითად,გოგი ქავთარაძის ხელმოწერას 7-8 კაცი ვესწრებოდით. თემურ გოცაძემ ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი და ორჯერ წაიკითხა. 


მე არ მქონია გიორგი კვესიტაძესთან კომუნიკაცია, არ შემხმიანებია, არ ვიცი წაიკითხა თუ არა, უბრალოდ სიტყვიერად მითხრეს ხელს აწერსო და მეც სიტყვიერად ვუთხარი ჟურნალისტებს და აღარ გამოაქვეყენს. თვითონ რატომ გაისარჯა, რომ უარეყო თავისი ხელმოწერა, რომელიც იქ არ არის დატანილი, ვერ გავიგე,“-აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

 

კითხვაზე, - თუ ვინ არის წერილის პირველწყარო ან ვინ შექმნა, გვიპასუხა, რომ აღნიშნული გზავნილი ყველა ხელმომწერმა ერთად შექმნა.

 

"წერილში ყველას აზრია გათვალისწინებული. არ დაგიმალავთ და იყო მოსაზრება, რომ უფრო ბასრი და მახვილი ყოფილიყო, უფრო მკაცრად გადმოგვეცა საკითხი. 


მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ კარგად მესმის რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩენილიყო გიორგი კვესიტაძე. ტოტალური წნეხია ქართულ საზოგადოებაზე. არ ვარ ნაწყენი და მის მიმართ პატივისცემა არ დამიკარგავს,“-განახცადა ჯონდი ბაღათურიამ. 

 

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“
„ამბობენ, მოიტყუეს, თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით, იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით“
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ" - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია
საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა შეეზღუდოთ
„ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს - მისი მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა“
„ცხონებული მამამისი, კომუნისტებთან მებრძოლი, დისიდენტობისთვის ჯერ ციხეში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იჯდა პოლიტიკურზე, მერე შევარდნაძის ხუნტამ დაამხო და გროზნოში გააძევა“
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო “
„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი“
„ჩემს პროტოკოლს დავარეკინე ლავროვის პროტოკოლთან და შევუთვალე, უნდა იყოს აფახზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება, სხვანაირად ოფიციალური ვიზიტი ვერ იქნება-მეთქი და როცა უარი მივიღე, აეროპორტში დაგებული წითელი ხალიჩა დავახვევინე“
ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს
"მთავარსარდალ სააკაშვილს სასწრაფოდ შეატყობინეს, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, 100 ტანკი და 65 ბეტეერიაო"
„ევროპულმა საქართველომ” უწყებათაშორისი კომისია დატოვა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"
„უკლებამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა“