,,ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით ძებნაში გამოცხადდა სააკაშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის „გენერალური პროკურატურა“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ წერს.



„2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს“, - განაცხადა პოლიაკოვმა.



მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც „ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვიათ ბრალი“.



„მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები“, - განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.



მისივე განმარტებით, გამოძიებამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი ეპიზოდი დაადგინა.



„მოკლულია 162 ადამიანი, დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი, გატაცებულია 53 ადამიანი, გადამწვარია 735 და განადგურებულია 1510 სახლი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ“, - დასძინა პოლიაკოვმა.





მსგავსი სიახლეები
ქუთაისი–ზესტაფონის გზაზე ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა
„დანით პოლიციელის შეშიება მინდოდა და არა მოკვლა“
გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა
არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
გლდანში, ერთ-ერთ კორპუსთან, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს
"მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით"
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
,,ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა" - დიმიტრი ქუმსიშვილი
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
ყაზბეგში კვადროციკლით სეირნობისას მამა-შვილი ხევში გადავარდა
მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სკანდალურ ვიდეოზე და მარნეულის მერის დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, მარნეულის მერი დააკავეს