"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და შესაბამისი რესურსი მათი აღსრულებისთვის"

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია,  რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე - შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა  და აღსრულებისთვის, - ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის განსხვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  

 

"მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ჩვენი ნატვრა იქნება ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ  სურვილი,  მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებებში და - უდიდესი მოტივაცია, რომ პირველ რიგში ხელი შეუწყონ  რეგიონულ განვითარებას. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა განსხვავებები ცხოვრების დონეს შორის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ ხალხს აიძულებდა, დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმა ამ მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც  ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა.

 

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის მთავარი ღერძი, ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს  რეფორმის შემდგომი ნაბიჯები.

 

დეცენტარალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიული ხედვა, რომლის მიზანიც არის ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

 

პირველი - თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება;

 

მეორე - თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ის თანდათან გადანაწილდება თვითთმმართველობებში;

 

მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს, სტანდარტებს,  უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების  ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების, მართვის პროეცსში. 


"რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა მოგვცემს სრულიად სხვა, თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში. რასაკვირველია, ეს კომპლექსური სამუშაო გახლავთ და მას, სათანადო რესურსი და, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და წარმოგიდგენთ დროში გაწერილ ხედვას, როგორ მივდივართ მიზანმიმართულად ამ მიმართულებით", -განაცხადა პრემიერმა. 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ამ პროცესში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ მათ გარეშე ძალიან რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორები განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმის მეორე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეც.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

 

„ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ის, რომ დღეს, პირველივე ეტაპზე აქ წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი, რეფორმის წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ რეფორმის სულისკვეთებას ყველა მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ, რადგან ვთვლით, რომ ეს რეფორმა არის ყველას ერთობლივად გასაკეთებელი. მე დიდი სურვილი მაქვს, გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთანდასამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი ისეთ რეფორმაში, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული სისტემის ყველა ღერძს მოიცავს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთლიანად მთავრობის აქტიური ჩართულობით.

 

რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას პარლამენტში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე