"საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად"-ნინო ბურჯანაძე

გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებით საქართველოს ნატო-ში არასდროს მიიღებენ, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას და გაღიზიანებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.



„ნატო-ში არასდროს მიიღებენ ქვეყანას, რომელსაც ორი გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს. ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. საქართველოსთვის ნატო-ს წევრობაზე საუბარი ძალიან საზიანოა, ვინაიდან ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.



მისივე თქმით, ნატო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ქვეყანამ საქართველოს ინტერესები უნდა გაატაროს, ამის ნაცვლად კი, „მათ ეძლევათ საშუალება გამოიყენონ საქართველო რუსეთის პროვოცირებისა და გასაღიზიანებლად“.



„შეიძლება სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარება, რათა ქართული ჯარი განვითარდეს, მაგრამ რუსეთის გასაღიზიანებლად წვრთნების ჩატარება უბრალოდ მავნებლობაა. როდესაც შენ შემოგყავს ამერიკის დროშის ქვეშ ამერიკული ტანკები ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც რუსული ტანკებისგან 500 მეტრით არის დაშორებული, ეს ჭკვიანური საქციელია? როდესაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ამერიკული ორკესტრის მიერ შესრულებული ამერიკული მუსიკით იწყება, ეს შენს დამოუკიდებლობაზე მეტყველებს? თუ იმის მაჩვენებელია, რომ საკუთარ თავს ამერიკის ერთ-ერთ შტატად მიიჩნევ?“ - განაცხადა ბურჯანაძემ.





მსგავსი სიახლეები
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"
"ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის"
„ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს“
„პატრიოტთა ალიანსს“ ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა
„მრავალი დიდი მეტანია გაუკეთე ჟაკ შირაკს, თავისი დაუჯდომელ-პარაკლისების წაკითხვით და ყვ....ებზე არაერთხელ ამბორით და ახლა აღარ მოგწონს ზურაბიშვილიიიი ხოოო?“
რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
"თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში"
„ღმერთი არავის გაუწყრეს და ამ 6 დღეში, სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, 1 სანტიმეტრი ქართუთული მიწა არ გაიყოდოს და ინაუგურაცია სამოქალაქო პანაშვიდებში არ გადაიზარდოს“
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება -მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოიაზრება, გახარიას კი ალეკო ტაბატაძე შეცვლის
„პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს"
საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას“ ავრცელებს
16 დეკემბრიდან უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა საბოლოოდ აეკრძალებათ
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი“
„მისი ნაკეთები საქმე აკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ დედას და მამას დააბრალო ათასი სიბინძურე, არის არაკაცობა!“
„ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ბატონებო და ქალბატონებო!“