რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 მარტის პერიოდში

მარტის – გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბუნების მსგავსად ადამიანის ენერგეტიკაც განახლდება და გარდაიქმნება. ამაში თავის კორექტივებს პლანეტების ზეგავლენაც შეიტანს და მათზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. 5–11 მარტს მზე თევზების ნიშანშია, ეს კი ცხოვრებას მისტიკურ ელფერს მიანიჭებს, რაც პრაქტიკულ მხარეებს – სამუშაოს, კარიერას, ბიზნესს – ცუდად უთავსდება. 

 

ასტროლოგები ნეგატიური აზროვნებისგან გათავისუფლებასა და საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლის დაწყებას გირჩევენ. ასევე გირჩევენ, ყველაფერში ოქროს შუალედი დაიცვათ, ხოლო ოქროს შუალედი თითოეულ ნიშანს თავისი, განსაკუთრებული აქვს.

 

 ვერძი

 

ვერძებს ამ კვირაში მუშაობაზე აწყობა გაუჭირდებათ, რადგან მარსი მშვილდოსნის ნიშანში უქმეების განწყობას გააგრძელებს, ანუ, თქვენში სურვილი იქნება ახალი შთაბეჭდილებების მიღების, ოცნებების, დასვენების, მოგზაურობის, აზარტისა. ასე გაგრძელდება, სანამ გამარჯვებისთვის ბრძოლის განწყობას არ შეიქმნით.

 

ვენერა ოთხშაბათს ვერძის ნიშანში გადადის, ეს გამოაცოცხლებს თქვენს ცხოვრებას. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ, ერთადერთი, რაც გჭირდებათ, სითამამე და ჟინია. მას შემდეგ, რაც მიზანს დაისახავთ, პლანეტები ცხოვრების ღრმა ანალიზისთვის, გეგმების გააზრებისა და უეცარი სარისკო ქმედებებისთვის ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით. გამოიჩინეთ სიმტკიცე და ყველაფერი გამოგივათ.

 

 კურო

 

ამ კვირაში კუროებს სასიამოვნო ურთიერთობები გექნებათ მეგობრებთან და უსიამოვნო – იმ ადამიანებთან, ვინც თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ. მათთან მოსალოდნელია კამათი, უთანხმოებები, საყვედურები. ინტერესთა კონფლიქტი – ყველაზე მწვავე კონფლიქტია, რომელიც თქვენზე ძალიან იმოქმედებს. ასტროლოგები გირჩევენ, ვითარებას ორი მხრიდან შეხედოთ: ერთი მხრივ, არის თქვენი ინტერესები, რომლებიც უნდა დაიცვათ; მეორე მხრივ – ადამიანები და მათი შემფასებლური მსჯელობა, რომელმაც თქვენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

 

ამ კვირაში სატურნი თქვენ მიმართ ხელგაშლილი იქნება, მას გრანდიოზული გეგმები აქვს კუროებთან დაკავშირებით. თუ პლანეტის პოზიტიურ ენერგეტიკას მიიღებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ლაპარაკიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ; და თუ განაგრძობთ ერთი ადილის ტკეპნას და დავას იმასთან, ვისაც ვერაფერს შეასმენთ, ვარსკვლავების ენერგიული და კაშკაშა გეგმა გვერდით ჩაივლის.

 

 ტყუპი

 

ამ კვირაში ტყუპებს სიზარმაცის „ბუზი დააჯდება“. მათ მხოლოდ ბუნებისგან ბოძებული მომხიბლაობა და ენაწყლიანობა გადაარჩენთ: მაგალითად, პასუხისმგებლობის ნაწილს სხვას გადააბარებენ და ცოტას დაისვენებენ. თუმცა, ეს არსებული ასტროლოგიური ვითარებიდან ყველა ტყუპისთვის არ არის საუკეთესო გამოსავალი. 

 

სასიცოცხლო ძალები თქვენთვის, როგორც ამბობენ, ნულის ტოლი იქნება და ამაში დამნაშავე შესუსტებული მერკურია. შეიძლება ეცადოთ ენერგეტიკის ამაღლება, მაგრამ არის ძალების ტყუილად ხარჯვის რისკი. ამ კვირაში სამყარო ცდილობს პირდაპირ, ქვეტექსტების გარეშე ინფორმაცია მოგაწოდოთ – ამაზე დაფიქრდით, ამ მინიშნებებში ჩიხიდან გამოსავალი უნდა ეძებოთ და სწრაფად იმოქმედოთ.

 

 კირჩხიბი

 

ამ კვირაში კირჩხიბებზე „შეტევა“ორი მხრიდან განხორციელდება – ერთი – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები და მეორე – სტაბილური ცხოვრების სიყვარული. იუპიტერი ეჭვებით „დასეტყვავს“ მათ და თან იმისდა მიუხედავად, ეს ეჭვები საფუძვლიანი იქნება თუ უსაფუძვლო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს 9 მარტს მოხდება, მანამდე კი დროა, ცხოვრება საჭირო „სიხშირეზე“ მომართოთ.

 

ნეგატივს ისიც დაამატებს, რომ იუპიტერი მორიელის ნიშანში იქნება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი მოშურნეები თქვენ ზურგს უკან ინტრიგების ქსელს ხლართავენ. ამაში, შესაძლოა, სიმართლის მარცვალი იყოს, ამიტომ, თუ მეექვსე გრძნობა გკარნახობთ, რომ საფრთხე ახლოვდება, მოუსმინეთ ამ სიგნალებს. ნუ ანდობთ თქვენს საიდუმლოს ნურავის, სჯობს, ჩასაფრებულის პოზიცია დაიკავოთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ.

 

 ლომი

 

გაზაფხული გაბრწყინებისთვის კარგი საბაბია, ჰოდა, ლომებს ასტროლოგები ურჩევენ – იბრწყინეთ, თქვენ ამისთვის დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ, უბრალოდ, გამოდით ქუჩაში და თქვენი ენერგიით დააბრმავენ მთელი სამყარო. მართალია, მზე თავისი ენერგიით მთლიანად ვერ დაგმუხტავთ, მაგრამ შემოქმედებით აქტიურობას შეგინარჩუნებთ. ეს საკმარისი იქნება თქვენი თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის, ბევრი შიშისა და კომპლექსისგან გათავისუფლებისთვის.

 

ასევე, ამ კვირაში დაჟინებით მიისწრაფვით წინ, მიზნისკენ და ყურადღებას არ მიაქცევთ ორგანიზმის მოთხოვნებსა და ფსიქიკას. ეს ემოციური და ფიზიკური „გადაწვით“ გემუქრებათ, რომ არაფერი ვთქვათ გზიდან შესაძლო გადახვევაზე. შეიძლება ვერ შენიშნოთ ფარული საფრთხეები, პატარ–პატარა ნიუანსები. ამიტომ, კი ბატონო, იბრწყინეთ, როგორც იტყვიან, იყავით თქვენს სტიქიაში, მაგრამ არ იჩქაროთ, ზოგიერთი საქმე, სჯობს, შემდეგისთვის გადადოთ.

 

 ქალწული

 

ეს კვირა ქალწულებს სასიამოვნო საუბრით დაამახსოვრდებათ. ეს რა სახის საუბარია, ამას ვარსკვლავები არ გვიმხელენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია – თუ გსურთ, ვინმე დააინტერესოთ, ვინმეს შეუთანხმდეთ, ახლა სწორედ თქვენი დროა.

 

სამშაბათს თქვენი მფარველი მერკური დესტრუქციულ თანავარსკვლავედს – თევზებს დატოვებს და ვერძის ნიშანში გადავა, რაც ნიშნავს, რომ თქვენთვის ხანგრძლივი, ძალზე წარმატებული, იღბლიანი პერიოდი დგება, როდესაც გაჩნდება შანსი, მოაგვაროთ ფინანსური სფერო. იცხოვრებთ ჩვეულებრივ – სამუშაო, დასვენება, სამუშაო, მაგრამ ამ ყოველდღიურობაში მასიმალურად უნდა გამოიყენოთ ენერგია, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ.

 

 სასწორი

 

სასწორებს გაზაფხულზე ტრადიციული ქრონიკული შფოთვის პერიოდი უდგებათ. ვერ შეძლებთ მოდუნებას, რაღაც ან ვიღაც მუდამ ამოგაგდებთ ჩვეული კალაპოტიდან. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს რაღაც ან ვიღაც, ჩვეულებრივ, თქვენი საკუთარი საურვილია, შეცვალოთ სამყარო ან თუნდაც საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

ცვლილებებისკენ გაძლიერებული სატურნი გიბიძგებთ, მოგეჩვენებათ, რომ დრო თითებს შუა ქრება. მარტი საბოლოოდ გამოგიყვანთ წყობილებიდან, გაზაფხული ყურადღების მოკრებაში გიშლით ხელს. ძალიან გაბრაზდებით, რადგან ყველაფრის მოსწრება, დაწყება, დასრულება გინდათ, მაგრამ ძალაცა და შესაძლებლობებიც ამ ყველაფრისთვის არ არის. ასტროლოგები დამშვიდებას გირჩევენ – ბედნიერება იპოვის თქვენკენ მომავალ გზას, უბრალოდ, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.

 

 მორიელი

 

რეტროგრადული იუპიტერი გარკვეული დროით წარსულში დაგაბრუნებთ. მაგრამ ამ გავლენას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. წარსული აღარ არის საინტერესო, უბრალოდ, ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ და უწინდელ ვითარებებს თქვენს ფიქრებში აღარ უნდა დაუბრუნდეთ.

 

იუპიტერი თქვენს ნიშანში იქნება, ესე იგი, მისი გავლენა ძლიერია. პარასკევამდე არაფერი გემუქრებათ, ამიტომ თავს საუკეთესო მხრიდან გამოავლენთ. თუმცა, არის ამპარტავნების საშიშროება, შეიძლება ვინმეს თავმოყვარეობა შეულახოთ და აწყენინოთ. ამიტომ ენერგია აქტიურ დასვენებაზე ან შემოქმედებით თვითგამოხატვაზე მიმართეთ.

 

 მშვილდოსანი

 

ამ კვირაში და, შესაძლოა,, მთელი მარტიც, მშვილდოსნები უამრავის სურვილისა და მათი ქაოტური ცვლილებებით დაიტანჯებიან. მოემზადეთ: განწყობა ტალღისებური იქნება. ორშაბათს შეიძლება დაქორწინება მოგინდეთ, ოთხშაბათს – ტიბეტში გამგზავრება. ეს იმიტომ ხდება, რომ მზე თევზების ნიშანში ნამდვილ საშინელებას აწყობს – თქვენს შინაგან დემონებს ჯურღმულებიდან ათავისუფლებს. 

 

ოთხშაბათს თქვენი მდგომარეობა პიკს მიაღწევს; ახლობლებს ერთი რამ დარჩენიათ – დაგელაპარაკონ, მაგრამ განა მათ მოუსმენთ? თევზების გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ბარიერების გადალახვით თქვენი ოცნებებისკენ უდრეკად მიიწევთ, მაგრამ ოცნებებიც ყოველდღე იცვლება. დაუჯერეთ ასტროლოგებს, რომლებიც გირჩევენ, გაანაწილოთ პრიორიტეტები, დაისახოთ მიზანი და საკუთარ თავს პირობა მისცეთ, რომ დასახული გზიდან არ გადაუხვევთ.

 

 თხის რქა

 

ამ კვირაში სატურნი თქვენს ნიშანშია. ის ერთი ან რამდენიმე გაუგებარი და დახლართული სიტუაციის გახსნაში დაგეხმარებათ. ეს კვირა სატურნი თქვენი გავლენიანი მფარველი და მრჩეველია. მართალია, ამ გავლენისგან თქვენი სოციალური აქტიურობა განულდება, მაგრამ ასტროლოგების რჩევით, სჯობს ისეთ საქმეებს მიხედოთ, რომლებიც თქვენ გარდა არავის ეხება.

 

კვირა ენერგიულად და ფსიქიკისთვის ნეგატივის გარეშე ჩაივლის. მთავარია, გააკეთოთ ის, რის დასრულებასაც თვის ბოლომდე გეგმავთ. ბევრად მეტს მოასწრებთ, თუ ტყუილ ლაპარაკში და სხვებისთვის თქვენი დამოუკიდებლობის მტკიცებაში არ დახარჯავთ დროს. როდესაც საქმე თქვენს წარმატებას ეხება და თუ ამ გზაზე ვიღაც გეღობებათ, ამ კვირაში სჯობს, განზე გადგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიჯიუტე დასახული მიზნების მიღწევაში ხელს შეგიშლით.

 

 მერწყული

 

მარტში მერწყულები თავით გადაეშვებიან წარმოუდგენელი თავგადასავლების ძიებაში. ასტროლოგების რჩევით, ეს კვირა ფულს უნდა დაუთმოთ, მაგრამ ასტროლოგების რჩევაში ყველა მერწყული გამონაკლისის გარეშე, თავისას მოისმენს – მაგალითად, იპოვოს ახალი გატაცება, თუნდა იოგა და ივარჯიშოს კუნთების ტკივილამდე... და პრობლემა იქნება არა ნეპტუნში, რომელიც გაძლიერებული აქტიურობით თვითრეალიზაციისკენ უბიძგებს, არამედ თავად მერწყულებში.

 

საქმე ისაა, რომ ზამთარში თვითსრულყოფისკენ სვლა თქვენთვის მარტოობაში იყო უფრო მოსახერხებელი, მაგრამ ახლა სურვილი გაგიჩნდებათ, ახლობლები გააბედნიეროთ და აჩვენოთ, რა შეგიძლიათ. თუ შესაფერის მომენტს ელოდებით მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, ეს მომენტი ოთხშაბათს დგება – ეს დღე თქვენთვის წარმატებული და იღბლიანია.

 

 თევზები

 

ეს კვირა იდეალური დროა თქვენი შემოქმედებითი ან ექსტრასენსორული შესაძლებლობების გამოსავლენად. ვენერა თქვენს ნიშანს ოთხშაბათს დატოვებს, ეს თქვენი ისედაც მშფოთვარე ფსიქიკისთვის ცუდი დღეა. ასტროლოგები გირჩევენ, ნუ ჩავარდებით მძიმე დეპრესიაში, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ, სჯობს, თავი წარმატებისთვის განაწყოთ.

 

ამ კვირაში ბევრი საქმე გექნებათ და თან – ცუდი განწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყოველივეს ვერ გაუმკლავდებით. ვენერა ვერძის ნიშანში, მართალია, თქვენზე დესტრუქციულ ენერგიას მომართავს, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს გამოსაცოცხლებლად და გასაღვიძებლად კეთდება. ვერძის გავლენა თქვენს თვითშეფასებას შეარყევს, მაგრამ, ამავე დროს, დაგეხმარებათ, საკუთარ ხასიათში ძლიერი თვისებები აღმოაჩინოთ. ფსონიც სწორედ ამაზე უნდა დადოთ – იგრძნობთ, რომ თქვენს ინიციატივას მთელი სამყარო დაუჭერს მხარს.





მსგავსი სიახლეები
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვინ შეიძლება გახდეს ჩვენი დაუძინებელი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
"ეს პერიოდი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კოსმოსური გამოცდაა"- მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში
როგორია თქვენი სტილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით (ფოტოკოლაჟი)
ზოდიაქოს სამი ყველაზე ჰარმონიული, კეთილი და ოპტიმისტი ნიშანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ადამიანები
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ ყველაზე უკეთ
გურმანთა ასტროლოგია - ანუ როგორია თქვენი იდეალური სადილი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - 1 აპრილი
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენს ქალურ იმიჯზე
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 მარტის პერიოდში
მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის