,,ხანძრების უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან" - ნიკოლოზ მჟავანაძე

რითი ჰგავს დღევანდელი პროცესები ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს, ვის სურს საქართველოში დესტაბილიზაცია, რატომ გახშირდა ხანძრები, ვინ ლობირებს `ევროპულ საქართველოს~? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

 

_ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ გახშირებული ხანძრების უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ დასკვნას?

 

_ შევარდნაძის დროს მთელი საქართველო `ბუტკებად~ და ბაზრობებად იყო ქცეული, მაგ-რამ მაშინ ერთი ხანძარიც კი არ გაჩენილა სავაჭირო ობიექტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში დენი მიდი-მოდიოდა და მოკლე ჩართვებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი იყო, მაგრამ არც ერთ ბაზრობაზე არ გაჩენილა ხანძარი. 2014 წლის მერე რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექ-ტი დაიწვა. ამდენი ხანძარი საეჭვოა, თან როგორც კი სადმე ალი ავარდება, იქ უმალ ჩნდება რუსთავი 2-ის მიკროფონი.

 

სიუჟეტში ვიღაცები ყვირიან, რომ ხანძარი ივანიშვილმა გააჩინა. რაში აწყობს ხელისუფლებას ხალხის გა-ნაწყენება? ხალხი `ქართული ოცნებით~ ისედაც დიდად აღტკინებული არ არის, ქვეყანაში ისედაც უამრავი პრობლემაა. ასეთ ვითარებაში ხალხის გამწარება და კრიტიკული მასის გაზრდა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. აშკარაა ისიც, რომ ეს ხანძრები ხელოვნურად არის გაჩენილი და ამის უკან ვიღაც დგას. ეს ვიღაც შეიძლება იყოს ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ან ნაციონალური მოძრაობა.


_ ნაციონალურ მოძრაობას რაში აწყობს ეს ხანძრები?

 

_ კრიტიკული მასის გასაზრდელად. ეს ის ძალაა, რომელმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ხურჩაში ავტობუსი ააფეთქა. ამ პარტიის ლიდერი სააკაშვილი ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრისას ეუბნე- ბოდა, მუხტის ასაწევად ორსული ქალი მოკალითო. იგივე სააკაშვილი თავის მეგობარ სოფო ნიჟარა-ძეს არწმუნებდა, სისხლი დაიღ-ვრებაო. გაიძახოდა, ქინძი ვიყოო.

 

_ ქინძი ხანძართან რა შუა- შია?

 

_ ქინძი არაფერ შუაშია, ნა-ციონალები არიან ყველა უბედუ- რების სათავეში. ხურჩაში ავტო-ბუსის ამფეთქებლები სისხლის სა-მართლის პასუხისგებაში მისცეს.

 

_ სააკაშვილი რატომ არ დაიჭირეს, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, საპროტესტო მუხტის ასაწევად ფეხმძიმე ქალის მოკვლას ითხოვდა?

 

_ სააკაშვილი როგორ უნდა დაიჭირონ, როცა რომელიმე რიგითი ნაცის დაჭერასაც ამხელა ამბავი მოსდევს. ამ ადამიანის დაჭერა პოლიტიკური საკითხია. ახლა რაც შეეხება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, ხანძრებში მათი მო-ნაწილეობა არ უნდა გამოირიცხოს. მოსახლეო-ბაში უკმაყოფილების მუხტის შეტანა მათ ინტე-რესებშიც არის.

 

_ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები გვიკიდებენ ცეცხლს?

 

_ ყველას რატომღაც რუსეთზე ემართება ელეთ-მელეთი. არადა, ჩვენ მიმართ სხვა ქვეყნებსაც აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები. არც ერთ ჩვენ მეზობელთან არ არის დადგენილი საბოლოო საზღვარი. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დივერსია, შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურმა მოგვიწყოს. ახლა ვიღაც გამოვარდება და იტყვის, დივერსია თუ არის, ეს უნიათო მთავრობა რატომ არ იძიებსო.

 

_ რაღა ვიღაცა, მეც მაინტერესებს, დივერსია თუ არის, რატომ არ იძიებენ?

 

_ არ არის ასეთი საქმის გამოძიება ადვილი. მაინტერესებდა, როგორი სტატისტიკაა დასავლეთში ხანძრების გამოძიებისა. არც იქ არის ამ მხრივ სახარბიელო სურათი. როდესაც ყველა ნივთმტკიცება ნადგურდება, ძალიან ძნელია იმის დადგენა, რისგან გაჩნდა ხანძარი. როგორც ამბობენ, საქართველოშიც შემოვიდა რაღაც ფხვნილი, რომელსაც რომ დაყრი, ცოტა ხანში ალდება და ხანძარს აჩენს. ხანძრების გამო-ძიება დასავლეთშიც უჭირთ. ეს კარ-გად იციან სპეცსამსახურებმა და ამ ფორმით უწყობენ საქართველოს დი- ვერსიას. ბოლო წლებში საქართველო- დან 800.000-მდე ადამიანი გავიდა. ამ ხანძრებმა უამრავი ადამიანი დატოვა ულუკმაპუროდ. საქართველოდან წასვლას ისინიც შეეცდებიან. ასე ნელ- ნელა იცლება საქართველო.

 

_ გინდათ თქვათ, რომ ხანძრებს იმიტომ აჩენენ, რომ საქართველო მოსახლეობისგან დაიცალოს?

 

_ საქართველო რომ ქართველებისგან დაიცალოს, ამაზე ბევრი ოცნებობს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს სხვა მიზანიც აქვთ _ უკმაყოფილო ხალხი ხელისუფლებას დაუპირისპირდეს.

 

ადამიანები ისე არიან გამწარებული, რომ ისინი, შესაძლოა, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს. რუსთავი 2-მა, მაგალითად, ბეზ სუდა ი ბეზ სლედსტვია საქმე გახსნილად გამოაცხადა და ივანიშვილი დაადანაშაულა ხან- ძრების მოწყობაში.

 

_ თქვენც ბეზ სუდა ი ბეზ სლედსტვია არ დაადანაშაულეთ ნაციონალები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ხანძრების მოწყობაში?

 

_ მე არავინ არ დამიდანაშაულებია, მხოლოდ ეჭვი და ვარაუდი გამოვთქვი. რუსთავი 2-ზე ყურადღება მხოლოდ იმიტომ გავა-მახვილე, რომ ის ნაცების პროპაგანდისტული მანქანაა. და რადგან მათი მხრიდან ასეთი აზრის ჩამოყალიბება ხდება, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, ამ ხანძრების უკან თავად ნაციონალები ხომ არ დგანან. შექმნილი ვითარება ძალიან მაგონებს ვარ-დების რევოლუციის წინა პერიოდს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებთან_ კობა ნარჩემაშვილთან და ლევან კენჭაძესთან. ისინი ყვებოდნენ, რომ ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საქართველოში საეჭვოდ დაიწყო დენის გამორთვა. ვიღაც ტიპები სვანეთში, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს აფეთქებდნენ და მთელი საქართველო სიბნელეში იყო. ეს მაღალჩინოსნები იხსენებენ, რომ რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა, ჩაერთოთ დენი, მაგრამ მიიღეს მითითება _ ნუ ჩაერევით ამ საქმეში.

 

იმ პერიოდში მოსახლეობამ არაერთხელ გადაკეტა რუსთაველი და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს არც ამ აქციის დაშლის უფლება მისცეს. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიტიკული მასა გაზრდილიყო. მთელი ის წლები სიბნელეში ვისხედით, მაგრამ როგორც კი ვარდების რევოლუცია მოხდა, ქვეყანაში დენის პრობლემა უცბად მოგვარდა. არადა, ნაციონალებს არც ახალი ჰესი აუშენებიათ და არც თბოსადგური. იგივე ვითარებაა დღესაც. ახლა განსხვავება ისაა, რომ დენის ჩაქრობის ნაცვლად, ბაზრობებს წვავენ. ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის თემა გააქტიურდა. ეს თემა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდშიც ძალიან აქტუალური იყო. მის მკვლელობაში შევარდნაძის ხელისუფლება რომ ყოფილიყო გარეული, ნაციონალები 9 წელი იყვნენ ხელისუფლების სათავეში და როგორმე გამოიძიებ- დნენ.


_ იქნებ არც მათ აწყობდათ ამ საქმის გამოძიება?

 

_ ამაში შევარდნაძის მთავრობა რომ ყო- ფილიყო გარეული, სააკაშვილი ამ საქმეს დიდი ზარ-ზეიმით გამოიძიებდა, ყოველ წინადადებაში შევარდნაძეს ახსენებდა და ამ შანსს გაუშვებდა ხელიდან? სანაიას თემა სულ სხვა მიზნით არის გააქტიურებული. ხელისუფლება უფრო სერიო- ზულად უნდა მოეკიდოს ამ დივერსიებს. თორემ ამ ქმედებებმა შესაძლოა ბაზრობებიდან უკვე სტრატეგიულ ობიექტებზე გადაინაცვლოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებული სურა- თი ძალიან წააგავს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ `ქართული ოცნების~ რიგებში უკვე გაჩნდა ბზარი.

 

_ რა ბზარს გულისხმობთ?

 

_ სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკრიტიკეს ფაროსანას გამო. `ოცნებამ~ პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ ეს უწყება მავნებლის დასამარცხებლად არაფერს არ აკეთებს.


_ ოცნება ინფრასტრუქტურის მინისტრსაც დაუპირისპირდა. დეპუტატმა ოთარ და-ნელიამ მინისტრი ალავიძე მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის სხდომაზე.

 

_ მაგასაც დაუპირისპირდნენ და სოფლის მეურნეობასაც. გუნდი უკმაყოფილოა, რომ არც ერთი უწყება არ ებრძვის ფაროსანას სათანადოდ. ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ რაღაც ფლანგებზეც დაიწყო ბრძოლა.

 

_ რა ფლანგებს გულისხმობთ?

 

_ რაღაც გუნდები წარმოიქმნა მმართველ გუნდში. ასე მოხდა მოქალაქეთა კავშირის დროსაც. მაშინდელ მმართველ პარტიას ე.წ. რეფორმატორები გამოეყვნენ. მხედველობაში მყავს სააკაშვილი-ჟვანია-მაჭავარიანის გუნდი. `ოცნებამ~ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იგივე არ მოხდეს, რაც 2003 წელს მოხდა. თუ არაფერს არ იღონებენ, გაჩნდება ეჭვი, რომ მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარება.

 

_ თქვენ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი ახსენეთ და მაშინაც აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების გადაბარებაზე. გამოკვეთილი იყო ნაციონალების ფლანგი. ახლაც ბევრს საუბრობენ გადაბარებაზე და გამოკვეთილი ძალაც არის _ ბოკერიას ფლანგი. კახა კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ მასთან ითანამშრომლებს. მოხდება თუ არა `ევროპული საქართველოსთვის~ ხელისუფლების გადაბარება? _ კალაძის განცხადებამ ეს ხმები გააღვივა. შესაძლოა, მმართველ გუნდს ძალიანაც არ მოსწონს ბოკერია და მისი გუნდი, მაგრამ იძულებულია, მათთან ითანამშრომლოს. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასეა და `ოცნებას~ მათთან თანამშრომლობის სურვილი არა აქვს.


_ სურვილი თუ არა აქვთ, რატომ თანამშრომლობენ?

 

_ იმიტომ, რომ იძულებული არიან. უნდათ თუ არა, ეს უნდა გააკეთონ.

 

_ რატომ უნდა გააკეთონ, ვინ აძალებს?

 

_ ვინ და ამერიკა. ეს ამერიკა გვატენის ჩვენც და `ოცნებასაც~ `ევროპულ საქართვე- ლოს~.

 

დასავლეთიდან პირდაპირ მოდის დირექტივები, რომ ხელისუფლებამ ამ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლოს. აშშ-დან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებიც მხოლოდ `ევროპულ საქართველოს~ ხვდებიან ოპოზიციიდან. ოპოზიციასთან შეხვედრა თუ უნდათ, შეხვდნენ ბურჯანაძის პარტიას, ან პატრიოტთა ალიანსს. ვთქვათ, ბურჯანაძეს იმიტომ იწუნებენ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაა. პატრიოტთა ალიანსს რა სჭირს მათი დასაწუნი? საპარლამენტო პარტიაა, საკანონმდებლო ორგანოში 6 კაცი ჰყავთ და მათი ერთ-ერთი ლიდერი _ ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერია. აქედან შემდეგი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. დასავლეთი ნაცების გარდა სხვა ოპოზიციას არ ცნობს. ჩვენი ხელისუფლების წარმო- მადგენლები დასავლეთში რომ ჩადიან, იქ პირდაპირ ეუბნებიან _ ნაციონალებს ხელი არ ახლოთო.

 

_ ვის უთხრეს?

 

_ თუნდაც ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა, როცა პრემიერი იყო. მას ნათლად უთხრეს, რომ ყოფილი ხელისუფლება ის ძალაა, რომელიც საქართველოში მთავარი ოპოზიცია უნდა იყოსო. სადაც ივანიშვილს შეუტიეს, იქ `ოცნების~ სხვა ლიდერებსაც შეუტევდნენ. `ევროპული საქართველოს~ თუ ნაცების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულება არც მე მსიამოვნებს, მაგრამ რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. მათ უკან დასავლეთი დგას.

 

_ და ამის გამო 9 წელი უნდა შერჩეთ? ამ 9 წელზე ყველაზე ხშირად სწორედ `ოცნების~ ლიდერები აპელირებენ.

 

_ არ უნდა შერჩეს.`ქართული ოცნება~ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მესმის, რომ დასავლეთი ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ საქართველოში ამომრჩევლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ `ოცნების~ დიდ ნაწილს ძალიან უნდა სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ დამნაშავე ნაცებს სერიოზული მფარველები ჰყავთ





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“
„ამბობენ, მოიტყუეს, თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით, იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით“
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ" - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია
საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა შეეზღუდოთ
„ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს - მისი მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა“
„ცხონებული მამამისი, კომუნისტებთან მებრძოლი, დისიდენტობისთვის ჯერ ციხეში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იჯდა პოლიტიკურზე, მერე შევარდნაძის ხუნტამ დაამხო და გროზნოში გააძევა“
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო “
„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი“
„ჩემს პროტოკოლს დავარეკინე ლავროვის პროტოკოლთან და შევუთვალე, უნდა იყოს აფახზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება, სხვანაირად ოფიციალური ვიზიტი ვერ იქნება-მეთქი და როცა უარი მივიღე, აეროპორტში დაგებული წითელი ხალიჩა დავახვევინე“
ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს
"მთავარსარდალ სააკაშვილს სასწრაფოდ შეატყობინეს, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, 100 ტანკი და 65 ბეტეერიაო"
„ევროპულმა საქართველომ” უწყებათაშორისი კომისია დატოვა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"
„უკლებამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა“