"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული" - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში" გახსნის შემდეგ, საქართველოში გერმანიის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და ევროპოლში კვირის ბოლოსთვის დაგეგმილი თავისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.


„შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ იქნება საუბარი. ეს გახლავთ ტექნიკური მისია. ტექნიკურ მისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ის ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ტექნიკურ ღონისძიებებზე იქნება საუბარი. ამ ღონისძიებებს საქართველოს მთავრობა  უახლოეს პერიოდში განახორციელებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე ვისაუბრებთ, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე, იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.


უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები,  ჩვენც გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი რაოდენობა, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად  ვუპასუხოთ", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





მსგავსი სიახლეები
ქუთაისი–ზესტაფონის გზაზე ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა
„დანით პოლიციელის შეშიება მინდოდა და არა მოკვლა“
გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა
არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
გლდანში, ერთ-ერთ კორპუსთან, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს
"მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით"
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
,,ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა" - დიმიტრი ქუმსიშვილი
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
ყაზბეგში კვადროციკლით სეირნობისას მამა-შვილი ხევში გადავარდა
მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სკანდალურ ვიდეოზე და მარნეულის მერის დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, მარნეულის მერი დააკავეს