შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს  თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში,   ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ  ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა,  რის შედეგადაც ორივე  შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით.

 

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. უწყებამ, ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, მათ შორისაა  2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე  მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა, დააკავა
ხაშურის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელსაც ქმარმა დანით ჭრილობები მიაყენა
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა
ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ბრაკონიერებმა გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს
"შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა" - აუდიტი
"მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასატარებლად შესყიდული 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოუყენებელია"
„როგორც იქნა, მივაგენი სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს - ხოდა, როცა მურუსიძეს იყვირებთ, ეს გვარები არ გამომიტოვოთ!“
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს
"პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს" - ნინო ლომჯარია
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შსს-მ პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე მამა-შვილი დააკავა
დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა
აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ
"ხალხი, ვინც ამ საკითხებს უნდა წყვეტდეს ერთმანეთის წარსულიდან სიბინძურის გამომზეურებით არის დაკავებული"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კომპანია „აიისამ“, პროტესტის ნიშნად, ახლადგამოსულ პრეზერვატივებზე ირაკლი სესიაშვილის ფოტო გამოსახა
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული