რატომ ასახელებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს?

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე  ქალ კანდიდატს წარადგენს. ამ მხრივ უკვე სამი ქალბატონი დასახელდა: თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. რატომ მაინც და მიანც ქალი კანდიდატი? - ამ კითხვით „ჯორჯიან თაიმსი“ ისეთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს დაუკავშირდა, რომელთაც, არაერთხელ ჰყავდათ პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი. 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, - გიგლა ბარამიძემ,  ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გააჟღერა:


 

„ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად სამწუხაროდ ვერაფერს წყვეტს. ამ პარტიის სახელმწიფო ინსტიტუტები იქცნენ  ჩვეულებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებად, რომლებიც ასრულებენ თავიანთი დამფინანსებლების შეკვეთებს. “ქართულ ოცნებას“ ამ არჩევანის გაკეთეთებისკენ მიუთითა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიაზიამ და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

 

მე თავად გახლავართ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი რანგის მატარებელი დიპლომატი  და შემიძლია  ვთქვა, რომ ამერიკის ელჩი არცხვენს დიპლომატის სახელს. ის საქართველოში არის მოვლენილი არა როგორც ელჩი,  არამედ, როგორც გენერალ-გუბერნატორი. ის დავალებებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ხელისუფლებაც უდრტვინველად ასრულებს მას. “ - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ მაინც და მაინც ქალი კანდიდატი?

 

- ფემინიზაციის პროცესიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ზუსტად  ამ მიზეზით იყო შეთავაზება რომ, საქართველოს ჰყოლოდა ქალი პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე შეგვრჩა ის რამდენიმე ვარიანტი, რომლებზეც თავს იმტვრევენ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოში, - თუ  ვინ წარადგინონ საბოლოოდ. რამდენიმე კანდიდატზე არის საუბარი, მაგრამ  ჩვენი წყაროებით, „ქართულ ოცნება“ და უფრო  ბიძინა ივანიშვილი იხრება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისკენ. ასევე, საუბარია  თეა წულუკიანზე, ადრე განიხილებოდა თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა და კიდევ უფრო ადრე მოიაზრებოდა ამერიკის მიერ სახალხო დამცველად დანიშნული ნინო ლომჯარია. ამ  ვარიანტებს განიხილავდნენ ძირითადად, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესობას ანიჭებენ სალომე ზურაბიშვილს. შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა კანდიდატურებთან დაკავშირებით.


ჩემი აზრით ეს არის დატესტვა, კანდიდატების შესახებ სპეციალურად გაავრცელეს ინფორმაცია, რათა  საზოგადოების აზრი დაენახათ. ზოგადად იყო ამაზე საუბარი ორი დღის წინ და ახლა მთელი მედია ამაზე საუბრობს.თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ  ქართულ ოცნებას არავინ ეკითხება, ამ საკითხს გადაწყვეტს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ წუთისთვის ჩემი ანალიზით მისი სიმპატიები  მთაწმინდის მაჯორიტარ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილისკენიხრება .რამდენიც არ უნდა იძახოს ქალბატონმა სალომემ, რომ უპარტიოა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მთელი „ქართული ოცნება“ და სამთავრობო სტრუქტურები  არჩევნების დროს მას მხარს უჭერდნენ და ახლაც ასე იქნება თუ მისი კანდიდატურა დადგა.

 

- „დემოკრატიულ მოძრაობას“ თუ ჰყავს უკვე არჩეული კანდიდატი?

 

- ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები უნდა გავერთიანდეთ იმ თვალსაზრისით, რომ ერთი კანდიდატით მეტოქეობა გავუწიოთ სახელმწიფო სტრუქტურების კანდიდატს. ჩვენ ვთავაზობთ ამ მოსაზრებას ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთობას მივიღებთ, ისევ შეიძლება გათითოკაცება მოხდეს. ჩვენი პოლიტიკური ძალიდან კი, ბუნებრივია იცით, ვინ იქნება პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატი. ვიმეორებ, ჯერ ოფიციალურად ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან, ამ ეტაპზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

 /სალომე სამხარაძე /

 





მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე