,,ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“ - ბულგარეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთის პატრიარქს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. ამის შესახებ სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა, იუწყება „რადიო თავისუფლება“.


სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.



„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.





მსგავსი სიახლეები
სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
„ერთიანი ადგილობრივი ეკლესია, რომელიც უკრაინაში იქმნება, შეუძლებელია, ღმერთისგან იყოს, რადგან ის ღვარძლსა და სიძულვილზე შენდება“
„ჩვენ გვინდა ტრამპი!” - მიყვარს საფრანგეთი”
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
პარიზში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებისას 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია
94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
"ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში"
"გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან!" - პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს
ავღანეთში აფეთქებისას ნატოს სამი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაიჭრა
"უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის" - ვლადიმერ პუტინი
"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს..." - უკრაინის პატრიარქი - რუსეთს
"მივმართავ ძმების მკვლელებს, გონს მოეგეთ, დამალეთ ხმლები და სახლებში დაბრუნდით"- უკრაინის პატრიარქი
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მხარი დაუჭირა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას
საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო შეიკრიბა
რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს
პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც საწვავის ფასს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
"აშშ ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს"
"ტრამპის პოზიცია, "რაც არ უნდა მოხდეს თვალებს დავხუჭავ", არასწორია, ყველაფერი ფულის მეშვეობით არ წყდება"
ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს
"საჭიროა ევროპული არმიის შექმნა"–ემანუელ მაკრონი