,,დამშვიდდნენ ევროატლანტიკელი ლენინელები? მაშინ რა ხდება? ხდება ის, რომ პოლიტიკური ფსიქოზის მოწმენი ვართ" - ირმა ინაშვილი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, - ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

,,პირველი ეპიზოდი!

 

ვაკვირდები ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და გიზიარებთ, რასაც ვფიქრობ. სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, პიროვნულ კეთილდღეობასთან, კომერციულ ან პარტიულ ინტერესთანაა გაიგივებული. საქართველოში გაჩნდა კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფენა, რომელიც მუდმივად გვტენის საკუთარ, უმწიფარ, მცდარ, მავნე აზრებს და ამ ლენინური ჟანრის პროპაგანდას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ლოზუნგით ფუთავს. ზოგიერთი, ვითომ პროევროპული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსის და ექსპერტის სატელევიზიო გამოსვლა, სტილი და ფილოსოფია მწყობრად პასუხობს სწორედ ლენინური პროპაგანდის ძირითად პრინციპებს. მოდელი უცვლელია- ვინც მათ აზრს არ იზიარებს ან სხვა კონტექსტში ხედავს პროცესებს, ის კოლაბორაციონისტია. საქართველოში რეაქტიული ფსიქოზის სახე შეიძინა ორმა ტენდენციამ- "რუსეთი ოკუპანტია"- რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა იყვირო, რომ კრემლის წითელი ვარსკვლავი თბილისის რომელიმე ტელესტუდიიდან შეაზანზარო (მაგრად ეშინია პუტინს) და მეორე- უაზროდ და უწყვეტად უნდა იმეორებდე, რომ ჩვენი გეზი ევროატლანტიკური სივრცისკენაა მიმართული. ახლა გეკითხებით, რა არის აქ საყვირალი? რუსეთი რომ ოკუპანტია, მე და ჩემი თანამებრძოლები ამას ჯერ კიდევ 2004 წელს ვამბობდით.

 

ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი პუტინის გენიალურობაში ჩვენს დარწმუნებას ცდილობდა და, ვიდრე გადააგდებდა, რუსეთს ერთ ადგილას უძვრებოდა. ვიყვიროთ, რომ რუსეთი ოკუპანტია? ვყვირივარ, ბატონებო: რუსეთო, შენ გაქვს ოკუპირებული ქართული მიწები. შესაბამისად, ოკუპანტი ხარ. შემდეგი პუნქტი: გვინდა ევროპული ინტეგრაცია? გვინდაააააააა!!!! დამშვიდდნენ, ევროატლანტიკელი ლენინელები? მაშინ რა ხდება? ხდება ის, რომ პოლიტიკური ფსიქოზის მოწმენი ვართ და მონაწილეებიც. სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი აქ ვისაც გულწრფელად აღელვებს, მას ან კოლაბორაციონისტად აცხადებენ ან მოღალატედ და დააკვირდით, ამას ვინ აკეთებს? ხალხი, რომელმაც მოწინააღმდეგეს ჩააბარა ქართული მიწის 22%-ი, გააჩუქა კოდორი და ახალგორი. არჩილ ტატუნაშვილი რომ გტკივათ ან გიგა ოთხოზორია რომ გტკივათ, ეს როგორ უნდა დაგიჯეროთ იმ ხალხს, რომლებმაც აგვისტოს ომში ჩახოცილი ბიჭების ცხედრებიც არ გამოასვენეთ, ბრძოლის ველიდან ისე მოკურცხლეთ? ისევ პატრიარქის ძალისხმევით გავაპატიოსნეთ და დავკრძალეთ მინდორზე გაფენილი ჩვენი შვილებისა და ძმების ცხედრები. ამიტომ გაჩუმდით! თქვენ, იმ სამარცხვინო ხელისუფლების არც ერთ მაღალჩინოსანს და მხარდამჭერს არა გაქვთ უფლება ვინმეს კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებდეთ... მაგრამ თქვენ, 2012 წლის შემდეგ, გამოგიმუშავდათ იმუნიტეტი უსინდისობაზე. რაც უნდა გაგახსენოთ, მექანიკურად იმეორებთ:"რუსეთი ოკუპანტია". გეფიცებით, მეცინება: მოსკოვში დამთავრებული ინსტიტუტების და პარტიული სკოლების დიპლომები გიდევთ სახლებში და ჩვენ, რომლებიც რუსულ ნაღმებზე აფეთქებულ მეგობრებს ვმარხავდით ტამიშსა და ლაბრაში, კოლაბორაციონისტები ვყოფილვართ, თურმე.

 

ახლა ეს რეაქტიული პოლიტიკური ფსიქოზი ახალ ფაზაში შევიდა. "რუსულ პროპაგანდას" ებრძვით ლენინური პათოსით. აქაც კერძო სარგებელი გაქვთ. ფული და პოლიტიკური კონკურენტების გაშავების მცდელობა. 20- იანი წლების ბოლშევიზმიც ზუსტად ანალოგიური ლოზუნგებით ებრძოდა "არასასურველ ელემენტებს". ახლა "რუსული პროპაგანდის" თემა თქვენთვის ცივი იარაღია იმ ხალხის განადგურებისთვის, ვინც ქართული სახელმწიფოს ინტერესს იცავს თბილისშიც, ცხინვალშიც, სოხუმშიც, მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც. არ მოგწონთ პოლიტიკური ოპონენტის ხედვა? უმალ "რუსული პროპაგანდის" საყვირად აცხადებთ. ესაა ნეობოლშევიზმი და ესაა ე.წ. წითელი აზროვნება. სინამდვილეში, გაქანება რომ მოგცეთ კაცმა, ტრამპსაც რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოაცხადებდით... (პირველი ეპიზოდის დასასრული). ვაგრძელებ." - წერს იგი.





მსგავსი სიახლეები
"ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ არჩეული პრეზიდენტი, ე.ი. ქალბატონი სალომე კი არა, თვით დავით აღმაშენებელი ვერ გაგვაერთიანებდა"
"სანიკიძის არეულ-დარეულს რას უზამთ?! დაამთავრეთ ეს მარაზმი და განუკითხაობა!" - ზაზა სიამაშვილი
"საქართველოში საგრძნობლად გაუარესდება დემოგრაფიული სიტუაცია და ეთნიკურად ქართველები აღარ ვიქნებით უმრავლესობაში"
"ან კანონი წაიკითხეთ, ან წიგნი, ან ტელევიზორს უყურეთ საპარლამენტო რესპუბლიკებში მინისტრები პარლამენტში რომ ცხოვრობენ ფაქტიურად"
“პირველივე ტურში, სალომეს გამარჯვებას აწვებიან, შედეგი - ხალხი გადაყლაპავს ამ ჯერზეც”
"სალომეს ხსენებისას დიბოღმეთ და ღვარძლიანად ჭამეთ წიწაკა, ბლომად და ცხარე, ცრემლებს ნუ დაღვრით"
"ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი" - მიხეილ სააკაშვილი
"ცერემონიალის მთავარი ატრიბუტი" - „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ტორტი ჩხოროწყუს ბაღში
"ღორის ბოლო – სამზარეულოს დანაა" - ცოტნე გამსახურდია
"მართლმადიდებელ ეკლესიას მოგმართავთ, დაალაგეთ შიგნით ურთიერთობა..."
"მხოლოდ მიშას ჯინაზე და კრემლის სასრგებლოდ როგორ უნდა შემოხაზო წყეული 41 და დაასამარო ქვეყნის მომავალი"
"დიდი ბოდიში პატრიარქთან, მაგრამ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური რანაირად იყო?" - ნიკა გვარამია
"ივანე მაჭავარიანი ბოლო დროს ერთობ "კეთილ" და "მოამაგე" მინისტრად გადაიქცა" - სიმონ კილაძე
"სალომე ზურაბიშვილი უკვე საფრთხეს უქმნის გენდერული თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპს"
"ხუხაშვილსა და მოროშკინას თუ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება ამა თუ იმ კანდიდატზე, სასულიერო პირებმა რა დააშავეს?"
"შვილების გახრწნა-განარკომანებას გვაყურებინებენ, ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს"
"კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და შესაბამისად, ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო"
"რუსული თვითმფრინავი რუსული რაკეტით იქნა ჩამოგდებული, როგორ "ჩაყლაპავენ" ამ ინციდენტს"
"ნაადრევია "მამულიშვილების" სიხარული იმის თაობაზედ, რომ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" დაიშლება"
"ცოდვილი კი არა, ნაციონალი ყოფილხარ შენი დედაც!.."