"რუსეთს არც ჩვენი „ცრემლების“ სჯერა და არც ცარიელი მუქარა აშინებს"–ზაურ ნაჭყებია

პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ყურადღებით გავეცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკური ნების დაფიქსირება ძალიან დაგვიანებულია, მიმაჩნია , რომ მიმართვის ტექსტი საკმაოდ კონსტრუქციული და მიზანსწრაფულია.


რაც არ უნდა აგრესორი ვეძახოთ(არადა, ნამდვილად არის), ფაქტია, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირების გარეშე საქართველო ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ვერც ახალი „ცხელი წერტილების“ არგაჩენის გარანტიებს შეიქმნის!


მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, „დიდი მეზობელი“ ოდესმე საქართველოსთვის „შარბათად“ იქცევა, მაგრამ, ცარიელი მუშტებით და გამაღიზინებელი გზავნილებით რომ პრობლემა არასდროს გადაიჭრება, ფაქტია.


ნათქვამია, „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“.წარმოვიდგინოთ, რუსეთი გველია და მუდმივად დაგესვლის რეჟიმში გვამყოფებს- მორევით ვერ მოვერევით, რომ თავი გავუჭეჭყოთ და ერთხელ და სამუდამოდ მისგან დავისვენთოთ, მაგრამ, კონსტრუქციული დიალოგით ადვილად შესაძლებელია პრობლემების სიმწვავე შევარბილოთ და ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ.


მითუმეტეს, კვირიკაშვილის მიმართვაში აშკარად იკითხება, არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, არამედ, საერთაშორისო ორგანიზაციების უსუსურობაც ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით-რუსეთს არც ჩვენი „ცრემლების“ სჯერა და არც ცარიელი მუქარა აშინებს. როგორც ჩანს, მისთვის ავტორიტეტული არც საერთაშორისო ორგანიზაციების „მტკიცე“ნება აღმოჩნდა!


...და ამ დროს გამოხტებიან ხოლმე პრო-პროელები და დაგიწყებენ დიდაქტიკურ საუბარს თავისუფლებაზე, იმაზეც, რომ რუსეთს უნდა ვებრძოლოთ(რა თქმა უნდა, ცარიელი ხელებით)და დასათმობი დავათმობინოთ.


როგორ ? რანაირად?


ამაზე პასუხი რა თქმა უნდა , არა აქვთ და არც ექნებათ, რადგან, ჯერ ერთი , რუსეთს ომით ვერ მოვერევით, მეორეც, არც სხვები გადაიჭრიან ვენებს ჩვენი გულისთვის და კავკასიაზე დაგეშილ იმპერიალისტს არ გაანაწყენებენ!


რჩება მხოლოდ ერთი გზა -კონსრუქციული დიალოგის დაწყება და რაღაც დათმობებზე წასვლა, უფრო დიდის და მნიშვნელოვანის დაბრუნების სანაცვლოდ!


ვეთანხმები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ პირველი ნაბიჯები (თუნდაც, მცირე))საჩქაროდ უნდა გადაიდგას და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რომლის რეალიზება რუსეთის პოლიტიკური ნების გარეშე წარმოუდგენელია.


ვეთანხმები მიმართვის რეზიუმეშიც: „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.


დიახ, ყინული უნდა გალღვეს და ჩვენც, მოჩვენებითად მაინც, ქედი უნდა მოვიდრიკოთ, რომ საერთოდ არ „გავიყინოთ!!!“


p.s.საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური ნება დაფიქსირებულია.ვნახოთ, რა შედეგი მოყვება ამ გზავნილს რუსეთის მხრიდან .ყოველ შემთხვევაში, სიტუაციას იმაზე მეტად რომ არ გააფუჭებს, ვიდრე დღეს გვაქვს,საკამათო არ უნდა იყოს!"–წერს ზაურ ნაჭყებია.





მსგავსი სიახლეები
"არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2013-2018 წლებში, კრედიტების გამო ათასობით ადამიანმა თავი მოიკლა"
"სარალიძეს აუხსენით, რომ პრემიერის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკაა"
"ერთხელაც საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას"-მოგონებები მეუფე შიოზე
"აღარ მინდა ამ გაიძვერების კარნახით ვიცხოვრო"-მალხაზ თოფურია გამომძიებელი რეპორტიორის ფილმზე
"პოლიტიკოსის კარიერის დაწყება მინისტრის თანამდებობიდან ახალი არ არის, არამედ კარგად დაჟანგებული და ჯართად ქცეული ძველია"
"ქუჩის მუსიკოსებს უმაღლეს განათლებას სთხოვს მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტი უდიპლომო მინისტრი ჰყავს"
"მე მეძახდა არა ვიღაცა ნაცარქექიას? ამ ბოდვებით არიან დაკავებულები ეს მართლა ნაცარქექიები!" - ალეკო ელისაშვილი
"არ მოგწონს შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი და გერბი, მაგრამ სანამ შეიცვლება, მას პატივს სცემ, რადგან ისინი შენი სახელმწიფოს სიმბოლოებია"
"პირველი დარტყმა იმდენად მწარე იყო,რომ ტკივილისგან ვერც ვიყვირე და მოწყვეტით დავეცი"
"გერგეთის სამებაში ძველი იატაკი აყარეს, იატაკქვეშ გათბობა გაჰყავთ და ეს აბანოს ფილა უნდა დააგონ"
"ეჭვი მაქვს, პორტუგალიას ჯერ მოგუდავენ და მერე ააფეთქებენ" - დავით ზარდიაშვილი
"ახლა გაუღვიძია გუბაზას და ნაცებთან ერთად ოპოზიციაში შეკრულა" - ნინო ჯღარკავა
"ყეყეჩო და რეგვენო ნაცებო, იმაზე თუ გიფიქრიათ, მართლა რომ წავიდეს ,,ოცნება", - თქვენ რა გეშველებათ?!"
"4 პუნქტიან გეგმას რა ბედი ეწია, ან ეს "5 პრინციპი" რა შედეგებს მოიტანს?!"
"დევნილთა სამინისტროას და აფხაზეთის მთავრობის გაუქმება, სხვა არაფერია თუ არა მათი დამოუკიდებლობის აღიარება"
"ისე, ერთს კი აგარტყამდა კაცი, თან დიდი სიამოვნებით“ - ხათუნა ჟორდანია ნიკა მელიას
"ამაზე დიდ სიკეთეს მილიონრები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები, საქართველოს ვერაფერს გაუკეთებენ"
"ეს იყო ნამდვილი სკანდალი, გადატრიალება სამეცნიერო სწავლებაში და ამიტომ, დღემდე არაა გამოქვეყნებული ამ კვლევების მასალები!"
"ბახტაძე გახლავთ მიკლუხო მაკლაის და ტარტარენ ტარასკონელის შთამომავალი!" - გელა ზედელაშვილი
"საღორიას ტყის ნუკრის ნაამბობი..." - მალხაზ თოფურია