"საქართველოში, სახეზეა ფარული სამოქალაქო ომის ნიშნები, ქვეყნის მტრებსა და მოკეთეებს შორის"–ირმა ინაშვილი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, - ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მეორე ეპიზოდი!


საქართველოში რეალურად სახეზეა ფარული სამოქალაქო ომის ნიშნები ქვეყნის მტრებსა და მოკეთეებს შორის. ამ ფარულ სამოქალაქო და საინფორმაციო ომს აქვს სამი ძირითადი მინდორი:
1. მედია
2. საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები
3. საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები და სკოლები, სადაც ე.წ. ევროატლანტიკელი ლენინელები ლექციებს კითხულობენ და ახალგაზრდობის ცნობიერებაზე მიზანმიმართულად მუშაობენ. ამ მუშაობის მთავარი მიზანი ისაა, რომ მოდური გახდეს ყვირილი:"რუსეთი ოკუპანტია" და გოიმობად ითვლებოდეს საუბარი სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზე. გნებავთ, რუსულ მხარესთან დიალოგზე. სამწუხაროდ, საღი აზროვნება უკანა პლანზეა. წინ მშრალი ლოზუნგებია, სპეციალური სემინარები, ექსკურსიები, დისკუსიები... გულწრფელია ეს თაობა. უყვარს თავისი ქვეყანა. წესიერი და ნიჭიერია. სიბრძნეც არ აკლია მიხვდეს, რომ სოხუმი და ცხინვალი ჩვენი მთავარი ტკივილია... და სოხუმისა და ცხინვალისაკენ მიმავალი გზა ჯერ იწყება ოსებთან და აფხაზებთან საუბრის მონაკვეთით. აქაც ბევრია მტერი და არაკეთილმოსურნე. ასეთებმა მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია. მკვლელებმა, რომლებსაც არა აქვთ ეროვნება და რომლებიც სინამდვილეში ოსსაც მოკლავენ, აფხაზსსაც, უკრაინელსაც, იეზიდსაც და რუსსაც.


არჩილს პირადად ვიცნობდი. წილკანში შევხვდი, როცა საარჩევნო შეხვედრები მქონდა. ჩვენი მხარდამჭერი იყო. ვამატებ ფრაზას: ჩვენს დეპუტატს გალინა აღსაბაძეს ეხმარებოდა. ქალბატონი გალინას დედა ტატუნაშვილია. ერთი სოფლიდან აქვთ ძირი. საოცრად წესიერი, ქართული სულის ვაჟკაცი იყო. გვეხმარებოდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი შეეცადა მოეკლა ჩვენი ურთიერთობები ოსებთან. ეს იყო მისი მიზანი. როგორ უნდა იქცეოდეს საქართველოს ხელისუფლება? სამაგალითოდ უნდა სჯიდეს დამნაშავეებს. ისე, როგორც ამას ისრაელის სახელმწიფო აკეთებდა და აკეთებს. იპოვა. დააკავა. მოიტაცა. გასცა ადეკვატური პასუხი! მაგრამ დააკვირდით: ეს ადეკვატური პასუხი მკვლელებს უნდა გავცეთ და არა ოსებს ან აფხაზებს. ამ დიდი ტრადეგიის ვითარებაშიც კი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტატუნაშვილის მკვლელი გაგლოევსაც მოკლავს და ოსებთან არ უნდა ჩავტეხოთ ძმობის და ნათესაობის ხიდი. პირიქით,"–წერს ირმა ინაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"თქვენ მანდ ღმერთები არ ხართ! ვის სარჩელზე დაყრდნობით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება?"
"მიწის გასხვისების მთლიანად აკრძალვა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია"- ირაკლი ღლონტი
"თუ ვითარება არ გამოსწორდა, ბრინკა ხევისთავებად დავრჩებით, ან ჯაყოს ლუკმად ვიქცევით!" - დავით ზარდიაშვილი
"ნინო ბურჯანაძე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი... პრინციპში, ზურაბიშვილიც მოვალეობის შემსრულებელია..."
"უახლოეს ხანში გუბაზი ვანოს შოუში იღადავებს, ასათიანთან აგვატირებს, ნიჭიერში ნემსის ყუნწში გაძვრება ..."
"გიდასტურებთ, თბილისის მერია ახორციელებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას!" - მანანა თოქმაჯიშვილი
"ყველანაირი სოლიდარობა გამიგია, მაგრამ სეხნიური სოლიდარობა პირველად ახლა ვნახე!" - ბონდო მძინარაშვილი
"დიდი ვაშაძე პატარა ვაშაძემაც მიატოვა, დიდმა მიშამაც, სამადაშვილმაც და ა.შ."
"ტიპი რევოლუციასაც "სიამოვნების" ასპექტით განიხილავს, ასეთი ავადმყოფი გვმართავდა ერთპიროვნულად მთელი 8 წელი"
"ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს"
"ვინც ბიძინასა და მის ქალბატონს ხმა მისცა, ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ჰქვია"
"ეჰ ვასო, როგორ არ ეცადნენ წინამორბედები, მაგრამ არ შედგა შენგან კაცი და ქართველი"
"ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება უსათუოდ გამოიწვევს უმძიმეს სოციალურ აფეთქებას" - ასლან ფაღავა
"მოკავშირე" უკრაინა სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად აგზავნის ბატალიონ "დონბასის" ხელმძღვანელის და რადას დეპუტატის კურატორობით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანმზრახველია"
"შეცდომაა: თელავმა ხმა არ მოგვცა; სწორია: თელავმა საკმარისი ხმა არ მოგვცა" - გელა ზედელაშვილი
"2008 წლის ომი რა კონტექსტით უნდა ისწავლებოდეს, როგორც წარმატება და პუტინს ნიღაბი, რომ ჩამოვხსენით თუ..."
"თუ ამ სიმბოლოს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ არც ინაუგურაციას აქვს მნიშვნელობა, როგორც სიმბოლურ აქტს"
"ასეთი გზით ფულის კეთება არ შეიძლება და თანამოქალაქეების მიზანმიმართული მოწამლვის ტოლფასია"
"მტკვარზე ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე თავისი ქართულით ფიცის წაკითხვასაც მორჩება"
"რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კი, სულ ცოტა, სამთავრობო კრიზისის "აგორება" სჭირდება"