"ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას"-გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობა მიიღო 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 



როგორც დისკუსიისას პრეზიდენტმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს. 



აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.



ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული, არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც. 



საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ-საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად.



„სანამ შევეცდებით საკითხის დანაწევრებას რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებად და რუსეთ-მოლდოვას პრობლემებად და სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, ვფიქრობ, რომ ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას. გარდა ამისა, თუ არ გვსურს რუსების მოსმენა, თუ არ გვსურს პუტინის გამოსვლების მოსმენა, ვფიქრობ, რომ არასწორ კითხვას ვსვამთ. იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი. რუსები ძალიან პირდაპირნი და ბევრი თვალსაზრისით ძალიან გულწრფელნი არიან. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რუსეთის ფედერაციის საკმაოდ მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, რაც იყო ცივი ომის განახლების პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ რუსები, რომლებიც საქართველოსთან ომის დაწყებამდეც პირდაპირნი იყვნენ და ომის შემდეგაც. რუსეთი ახლო სამეზობლოში გეგმავს, რომ იყოს მაკონტროლირებელი ძალა და ძალა, რომელიც ნებისმიერი სახის შესაძლებლობაზე სამხედრო იარაღით რეაგირებს.



თუკი ჩვენ იმას მივიღებთ, თუ დავიჯერებთ იმას, რასაც რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ და გულწრფელნი არიან, მაშინ ჩვენ არ უნდა დავანაწევროთ უკრაინის, საქართველოს, თუ მოლდოვას პოლიტიკა, არამედ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი პოლიტიკა. რაც შეეხება ფასეულობებს, ვართ რა გულწრფელნი იმ ფასეულობებში, რომლებსაც ვაცხადებთ? როდესაც არსებობს დეკლარაციები იმის თაობაზე, რომ აშშ, ან დასავლეთი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ერს, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმშვიდეს და ჰქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან; ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენ შემოვიტანეთ როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ასევე მოგვიანებით, როდესაც ჩვენ ვაშენებდით ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ გაბედულნი ვიქნებით რუსეთის პოლიტიკის წინაშე და არ დავანაწევრებთ მას ცალკეულ შემთხვევებად და თუკი ჩვენ თამამად დავიცავთ საკუთარ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო რეალისტური დამოკიდებულებით ვილაპარაკებთ, რომელიც მე მჯერა, რომ მშვიდობის მომტანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, არამედ სტაბილურობის მომტანი იქნება რუსეთისთვისაც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 





მსგავსი სიახლეები
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე
„იმან, რაც სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უქნა, ის გამახსენა, რაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” გაუკეთა“
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა, ამომრჩეველს სანდრა რულოვსის კანდიდატურა შესთავაზოს
"იშლება არ ვიცი, მაგრამ მე, ახალგაზრდები, ჩემი ორგანიზაციის ხალხი წამოვედით“ - თაკო ჩარკვიანის პარტიის შიდა დაპირისპირება
"რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან მი­დის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი!“
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ მაღალი მხარდაჭერით“
"თქვენს პატიოსნებას მიხედეთ"- ვანო ზარდიაშვილი გედევან ფოფხაძესა და ეკა ბესელიას
"ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე" - ბესელია - მდინარაძეს
ზუგდიდში - მელია, მთაწმინდაზე - შავგულიძე - ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ
„„წამოცდა! რისი სურვილიც აქვთ - გააღიზიანონ რუსეთი, შემოვიდეს, წაგვართვას კიდევ ტერიტორია და ამის მუხტზე აჯანყების ტალღის აგორება“
„უცებ დავინახე, ძაღლს ასეირნებდა ასაკოვანი, მაგრამ ლამაზი ქალბატონი, მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და წრეზე გაატასავა - სალომე იყო, ზურაბიშვილი - ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე მიშას დრო“
„ჩვენ მთაწმინდასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს ჩვენი გეგმები და ამის თაობაზე საზოგადოებას მოვახსენებთ“
2008 წლის აგვისტოს ომის სამარცხვინო ზავი - რა ეწერა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების საიდუმლო პუნქტებში