"ნამდვილი ამბავია... საკუთარი ყურით ბორის წიფურიასგან მოსმენილი..."-ბესიკ დუღაშვილი

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ნამდვილი ამბავია...

საკუთარი ყურით ბორის წიფურიასგან მოსმენილი..


ერთხელ თბილისში ჩამოსულა რომელიღაც ემირი. ემირს ძალიან ყვარებია ნადირობა და ქართველებისგან მიუღია პირობა რომ აუცილებლად წაიყვანდნენ სანადიროდ დათვზე. მოკლედ დაფაცურნდენ მასპინძლები, უნდათ რომ ემირს ასიამოვნონ. ფიქრობენ სად უნდა წაიყვანონ ისეთ ადგილას რომ, თან ახლოს იყოს თბილისთან და თან ნანადირევის გარეშეც არ ჩაიაროს ნადირობამ. და მოიფიქრეს რომ, მისულიყვნენ ბორის წიფურიასთან (წიფურია მაშინ ცირკის დირექორი იყო) რადაც არ უნდა დაჯდომოდათ გამოესყიდათ დათვი ცირკიდან, შემდეგ დაახლოებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეშვათ და წინასწარ ჩასაფრებული, ემირისკენ გაედევნათ. წიფურიას რომ აუხსნეს, - თქვენ ხომ არ გაგიჟდითო? - უარზე იყო. მაგრამ დიდი ხვეწნის შემდეგ დაიყოლიეს. 


მოკლედ ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთეს. დათვი გაუშვებს, ემირი ჩასვეს „ნომერში“ და არიან მომზადებულები. ამ დათვს უბოდიალია აქეთ-იქით, შეხვედრია ვიღაც ველოსიპედიანი ბიჭი, ამ ბიჭს რომ დაუნახავს დათვი შეშინებულა, მიუგდია ველოსიპედი და გაქცეულა. წარმოიდგინეთ ემირის რეაქცია, როდესაც შესძახეს თქვენსკენ წამოვიდაო, ელოდება მურა დათვს, ველურს, გამხეცებულს და ამ დროს ხედავს რომ დათვი ზის ველოსიპედზე და მოდის ჭრიჭინ-ჭრიჭინით. როგორც ამბობდნენ ემირი 2 თვე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით,"-წერს ბესიკ დუღაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ არჩეული პრეზიდენტი, ე.ი. ქალბატონი სალომე კი არა, თვით დავით აღმაშენებელი ვერ გაგვაერთიანებდა"
"სანიკიძის არეულ-დარეულს რას უზამთ?! დაამთავრეთ ეს მარაზმი და განუკითხაობა!" - ზაზა სიამაშვილი
"საქართველოში საგრძნობლად გაუარესდება დემოგრაფიული სიტუაცია და ეთნიკურად ქართველები აღარ ვიქნებით უმრავლესობაში"
"ან კანონი წაიკითხეთ, ან წიგნი, ან ტელევიზორს უყურეთ საპარლამენტო რესპუბლიკებში მინისტრები პარლამენტში რომ ცხოვრობენ ფაქტიურად"
“პირველივე ტურში, სალომეს გამარჯვებას აწვებიან, შედეგი - ხალხი გადაყლაპავს ამ ჯერზეც”
"სალომეს ხსენებისას დიბოღმეთ და ღვარძლიანად ჭამეთ წიწაკა, ბლომად და ცხარე, ცრემლებს ნუ დაღვრით"
"ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი" - მიხეილ სააკაშვილი
"ცერემონიალის მთავარი ატრიბუტი" - „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ტორტი ჩხოროწყუს ბაღში
"ღორის ბოლო – სამზარეულოს დანაა" - ცოტნე გამსახურდია
"მართლმადიდებელ ეკლესიას მოგმართავთ, დაალაგეთ შიგნით ურთიერთობა..."
"მხოლოდ მიშას ჯინაზე და კრემლის სასრგებლოდ როგორ უნდა შემოხაზო წყეული 41 და დაასამარო ქვეყნის მომავალი"
"დიდი ბოდიში პატრიარქთან, მაგრამ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური რანაირად იყო?" - ნიკა გვარამია
"ივანე მაჭავარიანი ბოლო დროს ერთობ "კეთილ" და "მოამაგე" მინისტრად გადაიქცა" - სიმონ კილაძე
"სალომე ზურაბიშვილი უკვე საფრთხეს უქმნის გენდერული თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპს"
"ხუხაშვილსა და მოროშკინას თუ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება ამა თუ იმ კანდიდატზე, სასულიერო პირებმა რა დააშავეს?"
"შვილების გახრწნა-განარკომანებას გვაყურებინებენ, ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს"
"კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და შესაბამისად, ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო"
"რუსული თვითმფრინავი რუსული რაკეტით იქნა ჩამოგდებული, როგორ "ჩაყლაპავენ" ამ ინციდენტს"
"ნაადრევია "მამულიშვილების" სიხარული იმის თაობაზედ, რომ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" დაიშლება"
"ცოდვილი კი არა, ნაციონალი ყოფილხარ შენი დედაც!.."