მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – მართალია, წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, მაინც მოგიწევთ განსაკუთრებილი ყურადღების გამოჩენა და კვირის დასაწყისში რთული დღეების მაქსიმალურად ფრთხილად გავლა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, კვირის მეორე ნახევრიდან კი, საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას,  ახალი და საინტერესო იდეები ჩამოყალიბებას და რეალიზაციას. ადვილად გამონახავთ გარშემომყოფებთან საერთო ენას და გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, სასიკეთო ცვლილებებს შეიტანთ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში და გააუმჯობესებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

 

კურო – საკმაოდ დინამიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების ახლებურად გამოვლენას, თუმცა კვირის დასაწყისში მაინც მოგიწევთ ფრთხილად მოქმედება, განსაკუთრებული ტაქტისა და დიპლომატიის გამოჩენა, რადგან გაგიჭირდებათ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიება, რაც სერიოზული უსიამოვნების და კონფლიქტის მიზეზი გახდება. კვირის მეორე ნახევარში გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ყველას გააკვირვებთ საკუთარი არასტანდარტული მოქმედებით. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, იდეების რეალიზაციისა  ან ახალი საქმის დასაწყებად, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად.

 

ტყუპები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის, უნარის გამოვლენას და გარშემომყოფთა დახმარებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ურთიერთობას გააუმჯობესებთ სასიყვარულო პარტნიორთან ან გაგიტაცებთ ახალი რომანტიკული თავგადასავალი. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, ვინც სრულად გაიზიარებს თქვენს იდეებს და დაგეხმარებათ მათ რეალიზაციაში, ძველი და ფარული მტრები კი, მოულოდნელად აღმოჩნდებიან თქვენი მოკავშირეები. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარებისთვის.

 

კირჩხიბი – მართალია, საერთო ჯამში სასიკეთო კვირაა, მაგრამ პირველი ორი დღე მაინც საკმაოდ რთული იქნება. გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა და მიუხედავად იმისა, რომ შეძლებთ კომპრომისების მოძიებას, მაინც სერიოზულად დაიძაბება თქვენს შორის ურთიერთობა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია კვირის მეორე ნახევარში, შეძლებთ ახალი იდეების ჩამოყალიბებას და რეალიზაციას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია  მოლაპარაკებების გასამართად და სარფიანი ხელშეკრიულებების გასაფორმებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საჩუქრების მისაღებად.

 

ლომი – მეტად სასიკეთო კვირაა. მარტივად შეძლებთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას, უძრავ ქონებასთან ან ფინანსებთან დაკავშირებული საკამათო საკითხების მოგვარებას და კონფლიქტების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, საინტერესო პროექტების განსახორციელებლად, საჭირო ადამიანების გასაცნობად და მნიშვნელოვანი კონტაქტების დასამყარებლად.

 

ქალწული – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად პოზიტიური კვირაა. მნიშვნელოვნად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად, ახალი იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ მემკვიდრეობა.

 

სასწორი – მაქსიმალურად მშვიდად გაიარეთ კვირის დასაწყისი, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, 14 მარტიდან კი, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, შეძლებთ ახალი პროექტების რეალიზაციას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, საქმიან და სასიყვარულიო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად და საკუთარი იდეების თამამად განსაცხადებლად. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ წინსვლასა და წარმატებაში.

 

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში მაინც მოგიწევთ ფრთხილად მოქმედება, რათა არ გამოიწვიოთ არასასურველი კონფლიქტები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. 14 მარტიდან სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, გაიზრდება წარმატების მიღწევის შანსები, რადგან მარტივად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რთული საკითხების მოსაგვარებლად, მთავარია ნებისმიერი მოქმედება კარგად იყოს გააზრებული.

 

მშვილდოსანი – ნაკლებად სტაბილურია კვირის პირველი ნახევარი, რადგან შეგექმნებათ მატერიალური პრობლემები, ვერ მიიღებთ ახლობლების მხარდაჭერას და გაგიჩნდებათ მარტოობის შეგრძნობა. თუმცა კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, გაძლიერდება ენერგოტონუსი, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. შეძლებთ გააქტიურებას და საუკეთესო თვისებების გამოვლენას, ახლობლეთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი უცხოელი ნაცნობები ან გაემგზავროთ სამოგზაუროდ.

 

თხის რქა – მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან სერიოზული უსიამოვნებები შგექმნებათ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, თუმცა კვირის მეორე ნახევარში ნებისმიერ კონფლიქტს თქვენს სასარგებლოდ მოაგვრებთ, გაერკვევით საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებში, მარტივად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და საქმიან პარტიორებთან, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საინტერესო პროექტებში ჩაბმას, პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას.

 

მერწყული – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და გაგიფუჭდებათ განწყობა, თუმცა კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად კონტაქტური და კომუნიკაბელური. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებასა და განხორციელებას. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, პროფესიონალური წინსვლისა და ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევად.

 

თევზები – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მართებული გადაწყვეტილებების მიღებას და სწორი არჩევანის გაკეთებას, რაშიც პირველ რიგში ინტუიცია დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი რომანის დასაწყებად ან ძველ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან უსიამოვნებების გასარკვევად და ნებისმიერი კონფლიქტის თქვენს სასარგებლოდ გადასაწყვეტად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიონალური წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის.

 

გეომაგნიტური დღეები – 13, 14 და 17 მარტი.





მსგავსი სიახლეები
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვინ შეიძლება გახდეს ჩვენი დაუძინებელი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
"ეს პერიოდი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კოსმოსური გამოცდაა"- მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში
როგორია თქვენი სტილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით (ფოტოკოლაჟი)
ზოდიაქოს სამი ყველაზე ჰარმონიული, კეთილი და ოპტიმისტი ნიშანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ადამიანები
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ ყველაზე უკეთ
გურმანთა ასტროლოგია - ანუ როგორია თქვენი იდეალური სადილი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - 1 აპრილი
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენს ქალურ იმიჯზე
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 მარტის პერიოდში
მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის