"არ იცოდი რა მოხდებოდა, ბრძენო ერო, არა?! არ გეუბნებოდნენ?!"-ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არ იცოდი რა მოხდებოდა, ბრძენო ერო, არა?! არ გეუბნებოდნენ?!


ბატონი ზვიად გამსახურდიას განცხადება, რომელიც მან გააკეთა 1991 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს უზენასესი საბჭოს საგანგებო სესიაზე და, რომელიც სიტყვა-სიტყვით გაცხადდა და გამართლდა, როგორც ბევრი სხვა რამ...

 

”მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთან. ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ.... მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექმნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში, სულ მცირე, რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ.... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, კერძოდ, თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში.... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი:ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები.... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია....საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... ეს არ არის მუქარა...ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის ანდა სურვილი, რომ მაინცდამაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას !" წერს  ცოტნე გამსახურდია.





მსგავსი სიახლეები
"არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2013-2018 წლებში, კრედიტების გამო ათასობით ადამიანმა თავი მოიკლა"
"სარალიძეს აუხსენით, რომ პრემიერის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკაა"
"ერთხელაც საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას"-მოგონებები მეუფე შიოზე
"აღარ მინდა ამ გაიძვერების კარნახით ვიცხოვრო"-მალხაზ თოფურია გამომძიებელი რეპორტიორის ფილმზე
"პოლიტიკოსის კარიერის დაწყება მინისტრის თანამდებობიდან ახალი არ არის, არამედ კარგად დაჟანგებული და ჯართად ქცეული ძველია"
"ქუჩის მუსიკოსებს უმაღლეს განათლებას სთხოვს მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტი უდიპლომო მინისტრი ჰყავს"
"მე მეძახდა არა ვიღაცა ნაცარქექიას? ამ ბოდვებით არიან დაკავებულები ეს მართლა ნაცარქექიები!" - ალეკო ელისაშვილი
"არ მოგწონს შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი და გერბი, მაგრამ სანამ შეიცვლება, მას პატივს სცემ, რადგან ისინი შენი სახელმწიფოს სიმბოლოებია"
"პირველი დარტყმა იმდენად მწარე იყო,რომ ტკივილისგან ვერც ვიყვირე და მოწყვეტით დავეცი"
"გერგეთის სამებაში ძველი იატაკი აყარეს, იატაკქვეშ გათბობა გაჰყავთ და ეს აბანოს ფილა უნდა დააგონ"
"ეჭვი მაქვს, პორტუგალიას ჯერ მოგუდავენ და მერე ააფეთქებენ" - დავით ზარდიაშვილი
"ახლა გაუღვიძია გუბაზას და ნაცებთან ერთად ოპოზიციაში შეკრულა" - ნინო ჯღარკავა
"ყეყეჩო და რეგვენო ნაცებო, იმაზე თუ გიფიქრიათ, მართლა რომ წავიდეს ,,ოცნება", - თქვენ რა გეშველებათ?!"
"4 პუნქტიან გეგმას რა ბედი ეწია, ან ეს "5 პრინციპი" რა შედეგებს მოიტანს?!"
"დევნილთა სამინისტროას და აფხაზეთის მთავრობის გაუქმება, სხვა არაფერია თუ არა მათი დამოუკიდებლობის აღიარება"
"ისე, ერთს კი აგარტყამდა კაცი, თან დიდი სიამოვნებით“ - ხათუნა ჟორდანია ნიკა მელიას
"ამაზე დიდ სიკეთეს მილიონრები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები, საქართველოს ვერაფერს გაუკეთებენ"
"ეს იყო ნამდვილი სკანდალი, გადატრიალება სამეცნიერო სწავლებაში და ამიტომ, დღემდე არაა გამოქვეყნებული ამ კვლევების მასალები!"
"ბახტაძე გახლავთ მიკლუხო მაკლაის და ტარტარენ ტარასკონელის შთამომავალი!" - გელა ზედელაშვილი
"საღორიას ტყის ნუკრის ნაამბობი..." - მალხაზ თოფურია