ღია წერილი გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს

საზოგადოების წევრები ღია წერილით პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ:

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

სახელმწიფოსთვის და მთელი ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და  აქტუალური თემა გახლავთ ნარკომომხმარებელთა ზრდისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონ ბრუნვის საკითხი.


ნარკოტიკებმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამიტომ ჩვენ  გვაფიქრებს ჩვენი მომავალი თაობის ბედი, მიგვაჩნია რომ ნარკოპოლიტიკა საჭიროებს რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა  და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას.


სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივია კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მხარდაჭერილია პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.


პროექტი აშკარად ემსახურება ნარკომოვაჭრეთა ინტერესებს და ნარკორტიკული საშუალებებით ვაჭრობისა და გავრცელების ხელშეწყობას.  პროექტის მიხედვით, "სისხლი სამართლის" და "ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს: "ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, წარმოება, გადატანა  და გადაზიდვისთვისთვის" პატიმრობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქმედება ხორციელდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკის, ჯგუფურად, არაერთგზის და თანამდებობის გამოყენებით, ასევე ნარკოტიკულ საშუალებათა საქართველოში იმპორტისთვის, ექსპორტისვის ან საერთაშორისო ტრანზიტისთვის პატიმრობის გაუქმებას და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას. 


ეს, რა თქმა,  გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში,  გაზრდის ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვას.


მოგმართავთ: არ დაუშვათ კანონპროექტის ამ სახით მიღება. გთხოვთ შეთანხმებისამებრ ჩვენი წარმომადგნელები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში.

 

პატივისცემით:

 

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი    ილარიონი

გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი    ექვთიმე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი    გიორგი

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი    ეფრემი

ნინოწმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი    ლუკა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი     იობი

მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე)   -   წმ. ბასილი დიდის სახ. მონასტრის წინამძღვარი

დეკანოზი დავითი (ისაკაძე)  -   წმ. დიდმოწამე მარინეს სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ქვლივიძე)-  ვაშლიჯვრის ნათლისღების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ნოზაძე)-   წმ. მარკოზ ეფესელის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი არჩილ (ქიტუაშვილი)- კაზრეთის სამების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი გურამი (გამცემლიძე)  -  წმ. სამი მღვდელმთავრის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

პროფესორი გიორგი ნანეიშვილი  -   ექიმი - ფსიქიატრი

პროფესორი ომარ სამუშია   -   ექიმი - ნევროლოგი

პროფესორი გულნარა(გულიკო)  ჩაფიძე- ექიმი კარდიოლოგი, კლინიკის დირექტორი

ჯონდი ბაღათურია

გოჩა ჯამარაული - ფეხბურთელი

ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური  ჩემპიონი

რუსუდან ხოფერია - სამგზის მსოფლიო ჩემპიონი

გიორგი კანდელაკი - ექიმი, ინფექციოლოგი

დიმიტრი ლორთქიფანიძე- უფლებადამცველი

პროფესორი ანზორ თოთაძე - დემოგრაფი

მღვდელმონაზონი ილია (ჭოველიძე)  - გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მამა რაფაელი (ხელაშვილი), იღუმენი - გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

მღვდელმონაზონი მაკარი (თოლორაია)- გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

დეკანოზი ამირანი (გოგიძე) -  კარდენახის საბაწმიდის ტაძარი

მღვდელი თეიმურაზი (ბიწკინაშვილი) - შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

მღვდელი ნოდარი (არსენიშვილი) - ქოდალოს ტაზრად მიყვანების ტაძარი

მღვდელი შოთა (ორველაშვილი)   -  კაჭრეთის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ნოდარი (წიკლაური)  -  ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი გიორგი (ქუმსიაშვილი)  -  ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ვაჟა (სონღულაშვილი)  -  გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მღვდელი ილია (ჯანიაშვილი)  -  კალაურის წმ. ნინოს ტაძარი

მღვდელი მარკოზი (შაკიაშვილი)  -  ვეჯინის წნ. გიორგის ტაძარი

დეკანოზი ბასილი (ფილფანი)

ბერ-დიაკონი კოზმა

არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე)

მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე)

იღუმენი შიო (გელაშვილი)

მღვდელმონაზონი ლაზარე (აბრამიძე)

იღუმენი ექვთიმე (ახვლედიანი)

ბერი იოსები (ამირანაშვილი)

იღუმენი კვირიკე (გაზდელიანი)

იღუმენი დემეტრე (გიგანი)

დეკანოზი გიორგი

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი)  -  სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი)  -  სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

 მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)

დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)

დეკანოზი ბასილი (იაშაღშვილი)

მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)

მღვდელი აკაკი (გომართელი)

მღვდელი გიორგი (შუკაკიძე)

მღვდელი ფოტი (ზუმბაძე)

დიაკონი დავითი (შალამბერიძე)

დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი)

დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი)

მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)

 





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“
„ამბობენ, მოიტყუეს, თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით, იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით“
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ" - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია
საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა შეეზღუდოთ
„ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს - მისი მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა“
„ცხონებული მამამისი, კომუნისტებთან მებრძოლი, დისიდენტობისთვის ჯერ ციხეში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იჯდა პოლიტიკურზე, მერე შევარდნაძის ხუნტამ დაამხო და გროზნოში გააძევა“
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო “
„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი“
„ჩემს პროტოკოლს დავარეკინე ლავროვის პროტოკოლთან და შევუთვალე, უნდა იყოს აფახზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება, სხვანაირად ოფიციალური ვიზიტი ვერ იქნება-მეთქი და როცა უარი მივიღე, აეროპორტში დაგებული წითელი ხალიჩა დავახვევინე“
ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს
"მთავარსარდალ სააკაშვილს სასწრაფოდ შეატყობინეს, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, 100 ტანკი და 65 ბეტეერიაო"
„ევროპულმა საქართველომ” უწყებათაშორისი კომისია დატოვა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"
„უკლებამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა“