,,სამძიმარს ვუცხადებ გმირულად დაღუპული ტატუნაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს" - მალხაზ გულაშვილი

გუშინ, ვახო სანაიას გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“, მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კრემლისადმი მიმართვის წერილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობა.

 

გადაცემის სტუმრები იყვნენ:

 

ადა მარშანია - საქართველოს ქარლამენტის წევრი „პარტიოტთა ალიანსი“

ნინო კალანდაძე -ნაციონალური მოძრაობის წევრი

მალხაზ გულაშვილი -„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი

გრიგოლ გეგელია - ისტორიკოსი

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:

 

"რაც პრემიერმა გააკეთა, არის ახალი ეპოქის დასაწყისი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრიზით, იმისთვის,რომ დავიბრუნოთ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და ახლა ამას ავხსნი, - რატომ:

 

პირველი, - ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, რუსეთს მათთვის არ სცალია. ამისთვის არის საჭირო ისეთი პიროვნება, ვინც ამას დაალაგებს ისე, როგორც ერგნეთში იყო დალაგებული. თანაინვესტირების ფონდით თუ საპარტნიორო ფონდით შეიქმნა, თავისუფალი სავაჭრო ზონები, როგორც ახალგორთან და ცხინვალთან ახლოს, ისე აფხაზეთთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო  თანამეგობრობასთან ერთად და იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა აფხაზურ-ქართული, ოსურ-ქართული და ა.შ. არ დაგავიწყდეთ,რომ ოსეთში 100 000 ოჯახი არის შერეული ქართულ-ოსური. ამ ფაქტორის არ გამოყენება ქართველების მხრიდან არის სიბრიყვე, 


სააკაშვილმა რაც გააკეთა,მათი მონაწილეობა არ იყო? ახლა ევროპელი დემოკრატები რომ დაირქვეს, რა მნიშვნელობა აქვს, ფაშისტურ გერმანიაში გერინგი რომ გამოსულიყო და ევროპული განვითარების  რაღაც პარტია დაერქვა, ამიტომ მას უნდა ეპატიოს? თუ სააკაშვილი რამეს აფუჭებდა, ის ძალა იყო ბოკერია და დანარჩენები, რატომ უნდა გვასწავლიდნენ ჭკუას ეს ადამიანები?! - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მთავრობის სომხეთში ყოფნის დროს გაკეთდა. ყველამ კარგად ვიცით, სომხეთი რა პოლიტიკის გამტარებელია. ის ერთგვარ ლობირებას ახორციელებს თავისი ინტერესების განსახორციელებლად. სომხეთის ხელისუფლება აქტიურად არის დაინტერესებული, რომ დარეგულირდეს აღნიშნული კონფლიქტი საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებს შორის.


მინდა გავამახვილო ყურადღება იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის აფხაზეთში. როგორც მოგეხსენებათ, იქ მიდის ძალიან ცუდი პროცესები სომხებსა და აფხაზებს შორის. ძალიან კარგი იქნება ქართველების აქტიური ჩარევა ამ საკითხებში და რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, კერძოდ,- ლტოლვილების საკუთარ მიწებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით."  - განაცხადა მან.

 

მალხაზ გულაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, პირდაპირი ეთერით სამძიმარი გამოუცხადა:

 

,,რა თქმა უნდა, სამძიმარს ვუცხადებ გმირულად დაღუპული ტატუნაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ეს ინციდენტი, ჩვენმა ქვეყანამ, შეიძლება სხვა მიმართულებით გამოიყენოს, გამომდინარე იქიდან, რომ ოსეთის დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაუშვა უზარმაზარი შეცდომა. მას ამის გულისთვის ძალიან მაგრად მოხვდება თავისი უფროსებისგან და არ გამოვრიცხავ, ხვალ პოლიტიკური პროცესები დაიწყოს. მეორე, - საქართველოს ხელ-ფეხი გაეხსნება იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობდა, გზების კეთილმოწყობაზე, გაზიფიცირებაზე, სკოლების კეთილმოწყობაზე და ა.შ. ამის შემდგომ უფრო გაადვილდება იმ პროცესის გადაწყვეტა, რასაც ქვია სატრანსპორტო არტერიების გახსნა და ერთობლივი ვაჭრობის შექმნა. როდესაც საქართველო დაბრუნდება ცხინვალსა და სოხუმში, შემდეგ ამას მოჰყვება ლტოლვილების დაბრუნება. ეს პროცესი არის დაწყებული და იმედი მაქვს, საქართველოს გამარჯვებამდე მივა."- განაცხადა მან.





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“
ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან რა­კე­ტა ეს­რო­ლეს - 25 წლისწინანდელი ტრაგედია და ცოცხლად დამწვარი პატრიოტები
„ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ემიგრაციაში დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
„აბა თქვენ იცით, სცანით უკრაინელების ავტოკეფალია და აქაც ჩააფსით, ხოლო რასაც რუსეთი სამაგიეროდ გადაგვიხდის, ურაპატრიოტულ საყიყინოდ გამოიყენეთ“
„ამბობენ, მოიტყუეს, თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით, იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით“
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ" - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია
საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა შეეზღუდოთ
„ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს - მისი მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა“
„ცხონებული მამამისი, კომუნისტებთან მებრძოლი, დისიდენტობისთვის ჯერ ციხეში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იჯდა პოლიტიკურზე, მერე შევარდნაძის ხუნტამ დაამხო და გროზნოში გააძევა“
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო “
„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი“
„ჩემს პროტოკოლს დავარეკინე ლავროვის პროტოკოლთან და შევუთვალე, უნდა იყოს აფახზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება, სხვანაირად ოფიციალური ვიზიტი ვერ იქნება-მეთქი და როცა უარი მივიღე, აეროპორტში დაგებული წითელი ხალიჩა დავახვევინე“
ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს
"მთავარსარდალ სააკაშვილს სასწრაფოდ შეატყობინეს, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, 100 ტანკი და 65 ბეტეერიაო"
„ევროპულმა საქართველომ” უწყებათაშორისი კომისია დატოვა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"
„უკლებამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა“