კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სილქნეტს” “ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სსსილქნეტსშპსჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომისიამსილქნეტის მიერ ჯეოსელის 100%-ანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, რამდენიმე ეტაპიანი ბაზრის კვლევა და ანალიზი ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა,  რომ მხარეებზე  დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია სილქნეტისთვის  ჯეოსელის 100 %-იანი წილის შეძენაზე  წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.

 


მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიზის შედეგების მიხედვით აღნიშნული ტრანზაქციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოიკვეთა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია ჯეოსელსა და სილქნეტს  მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა. 



მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და  ინდივიდუალურად უნდა აცნობო. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.



ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და მათ დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.



რაც შეეხება საბითუმო მომსახურეობის ბაზარს, კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე  ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ,  ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურეობის ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზარსსილქნეტისმიერჯეოსელისწილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან  თავსებადია. 

 


შეგახსენებთ, რომ შპსჯეოსელმადა სსსილქნეტმა“,  შპსჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სსსილქნეტისმიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს. 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
Presentation of Mr Niaz Bolkvadze’s book, philosopher, the member of the Writers’ Union of Georgia -“The Ecology of Thinking” at the Georgian National Academy of Sciences
Kavkaz Jazz Festival
“Aversi” Congratulates you on May 26th with an Unprecedented Action
Georgian artist Mariam Baidoshvili’s paintings - photo gallery
“Medical Center Georgian-German Consilium“has started operation on the basis of Michael the Archangel Clinical Hospital
The Embassy of the Republic of Bulgaria in Georgia has the pleasure to announce the launching of an essay competition for young Georgian people
SOCAR Energy Georgia held a meeting with Nana Dzagnidze – Georgia's 2017 non-Olympic sportsman of the year, European champion and world champion in blitz chess
Archangel St. Michael Multiprofile Clinical Hospital has been awarded a special prize at the 18th Business Rating Ceremony
IC Group celebrated its jubilee along with insured on November 10th
Georgia is in danger of losing Eurasian traffic corridor function at the example of Poti Port
Georgia has been ranked amongst top ten atEuropean “Operators Club”Championship
Bredent group Germany with bredent Georgia held an implantology course for enhancing qualification
21-Year-Old Fidan Aliyeva’s Exhibition “All Colors of Rainbow” is hosted by “Akhundov House” Art Gallery
Remarksby Amb. JI Yanchi on the occasion of the 68th Anniversary of the Foundation of the People’s Republic of China
Georgia Palace Hotel to host Mexican food festival in kobuleti
Private Luxury Hotel of the Year - Georgia
“Hyundai Auto Georgia” made a presentation of two newest cars Hyundai Ioniq Full Electric and Hyundai Ioniq Hybrid to Georgian customers
International Budo Sport Federation of Georgia – IBSF GEORGIA
In the frames of the international Congress ,,Bredent Georgia" in fruitful cooperation with ,,New Dent XXI" has successfully carried out a training course on the implantation issues
67 million worth of property “gifted” during the former government and “the gift” which is still disputable