ნიკოლოზ მჟავანაზე,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ღია წერილით მიმართავს

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ღია წერილით მიმართავს :

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ მიხეილ ჯანელიძეს

 

ბატონო მიხეილ,

 

7 მარტს თურქეთის ქალაქ ართვინში ქართველი ოკუპანტებისგან ქალაქის განთავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. სწორედ 97 წლის წინ, 1921 წლის მარტის დასაწყისში, ქემალისტების მოთხოვნით საქართველოს არმიის ნაწილებმა ართვინი და ტაო კლარჯეთიც დატოვეს.

 


7 მარტს ართვინის მუნიციპალიტეტში სპეციალური სხდომაც გაიმართა ამ თარიღთან დაკავშირებით, საღამოს ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც მოეწყო - ჩირაღდნებითა და თურქეთის დროშებით. ღონისძიებებში ართვინის მერმა, მუნიციპალიტეტის წევრებმა, თურქეთის გენშტაბის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

 


7 მარტს საღამოს მიტინგზე გამოსვლისას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: ,,დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქმა ხალხმა უდიდესი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოამჟღავნა, ოკუპანტების (იგულისხმება ქართველები) დამარცხებაში ჩვენ დიდი სისხლი დავღვარეთ და თურქეთი არასდროს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელს''.

 


იმ დროს როცა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა საკომიტეტო განხილვა დიდგორობის უქმედ გამოცხადების და ამ დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭების შესახებ, თურქეთი დიდი პომპეზურობით სამხედრო გენშტაბის და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით ქართველი ოკუპანტებისგან და დუშმანებისგან ტაო -კლარჯეთის განთავისუფლებას ზეიმობს.

 


მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ იქნას დაბარებული თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ასხნა- განმარტებებისთვის რათა თურქეთმა გასცეს პასუხი თუ ვინაა ოკუპანტი და დუშმანი დღეს თურქეთისთვის და არის თუ არა ყოველივე ურთიერთპატივისცემის და კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენება.

 

 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე"





მსგავსი სიახლეები
"თქვენ მანდ ღმერთები არ ხართ! ვის სარჩელზე დაყრდნობით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება?"
"მიწის გასხვისების მთლიანად აკრძალვა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია"- ირაკლი ღლონტი
"თუ ვითარება არ გამოსწორდა, ბრინკა ხევისთავებად დავრჩებით, ან ჯაყოს ლუკმად ვიქცევით!" - დავით ზარდიაშვილი
"ნინო ბურჯანაძე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი... პრინციპში, ზურაბიშვილიც მოვალეობის შემსრულებელია..."
"უახლოეს ხანში გუბაზი ვანოს შოუში იღადავებს, ასათიანთან აგვატირებს, ნიჭიერში ნემსის ყუნწში გაძვრება ..."
"გიდასტურებთ, თბილისის მერია ახორციელებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას!" - მანანა თოქმაჯიშვილი
"ყველანაირი სოლიდარობა გამიგია, მაგრამ სეხნიური სოლიდარობა პირველად ახლა ვნახე!" - ბონდო მძინარაშვილი
"დიდი ვაშაძე პატარა ვაშაძემაც მიატოვა, დიდმა მიშამაც, სამადაშვილმაც და ა.შ."
"ტიპი რევოლუციასაც "სიამოვნების" ასპექტით განიხილავს, ასეთი ავადმყოფი გვმართავდა ერთპიროვნულად მთელი 8 წელი"
"ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს"
"ვინც ბიძინასა და მის ქალბატონს ხმა მისცა, ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ჰქვია"
"ეჰ ვასო, როგორ არ ეცადნენ წინამორბედები, მაგრამ არ შედგა შენგან კაცი და ქართველი"
"ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება უსათუოდ გამოიწვევს უმძიმეს სოციალურ აფეთქებას" - ასლან ფაღავა
"მოკავშირე" უკრაინა სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად აგზავნის ბატალიონ "დონბასის" ხელმძღვანელის და რადას დეპუტატის კურატორობით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანმზრახველია"
"შეცდომაა: თელავმა ხმა არ მოგვცა; სწორია: თელავმა საკმარისი ხმა არ მოგვცა" - გელა ზედელაშვილი
"2008 წლის ომი რა კონტექსტით უნდა ისწავლებოდეს, როგორც წარმატება და პუტინს ნიღაბი, რომ ჩამოვხსენით თუ..."
"თუ ამ სიმბოლოს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ არც ინაუგურაციას აქვს მნიშვნელობა, როგორც სიმბოლურ აქტს"
"ასეთი გზით ფულის კეთება არ შეიძლება და თანამოქალაქეების მიზანმიმართული მოწამლვის ტოლფასია"
"მტკვარზე ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე თავისი ქართულით ფიცის წაკითხვასაც მორჩება"
"რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კი, სულ ცოტა, სამთავრობო კრიზისის "აგორება" სჭირდება"