,,თუ პარკირება გადავა საათობრივ გადასახადზე, მაშინ რა აზრი აქვს "სითი პარკის" გაშვებას და ხბოს აღტაცებას?"

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

,,თბილისის მერიამ უნდა გააკეთოს გასაგები განცხადება "სითი პარკთან" დაკავშირებით. რასაკვირველია, ხელშეკრულების შეწყვეტამდე (თუ კანონიერია) ჯარიმები არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ უფრო გამაღიზიანებელია, როცა მავანნი გამოდიან და აცხადებენ, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, ოღონდ ამას აღარ გააკეთებს "სითი პარკიო".


უკაცრავად, მაგრამ თუ არ იქნება შეღავათები და პირიქით, როგორც ამბობენ, პარკირება გადავა საათობრივ გადასახადზე, მაშინ რა აზრი აქვს "სითი პარკის" გაშვებას და ხბოს აღტაცებას?


კი, ბატონო, კარგია, რაც ხდება, მაგრამ ჩვენ რა ხეირი?!" - წერს იგი.