რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო დერეფანი სიცოცხლისუნარიანი გახდეს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც “ზაგულბას” სასახლეში გაიმართა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. 


“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან  გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი გვაკავშირებს, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას”, - მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს.

 

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

“აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ,რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. გასული წელი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებული ზრდით აღინიშნა. აზერბაიჯანი არის საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი. დამატებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივაც პირველ ადგილზეა, რაც ძალიან გვახარებს. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ - ბაქო თბილისი-ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. მინდა, ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. ეს, საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას ღირსეულად აღვნიშნავთ”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

 

 

აღნიშნულ შეხვედრას  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში  „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი - პაატა ცაგარეიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობასა და პრობლემებზე ისაუბრა:

 

„ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის საზეიმო გახსნა, ლიანდაგის გაყვანა და მატარებლის გაშვება არ ნიშნავს პროექტის სრულფასოვან ამოქმედებას. იმისათვის, რომ აღნიშნულმა პროექტმა იფუქნციონიროს და ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს  და მთლანად რეგიონს მისცეს ეკონომიკური ბენეფიტები, ამისათვის კიდევ რიგი საკითხებია განსახორციელებელი, რომელსაც დრო სჭირდება. გადასაჭრელ პრობლემებს შორის არის ინსიტუციონალური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. 

 

პირველი და მთავარი, ეს არის სატარიფო პოლიტიკის  შეჯერება და ჰარმონიზირება. ყველა ქვეყანას შორის უნდა იყოს სატარიფო გეგმის შეთანხმება. შეიძლება ეს იყოს გამჭოლი ან შემცირებული ტარიფები.  ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, 2 წლის წინ და დღეს უკვე გრძელდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცონირება, რომლის მიმართულებაა, კასპიის ზღვის  გადაკვეთა.ამ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა უშუალოდ ეს მიმართულებაც მოიცვეს და რიგ ტვირთებზე - ხორბალზე, გაზისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე, კონტეინერებზე ურთიერთშეჯერებული ტარიფების დაწესება ხდება.  ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, რაც  აბსოლუტურად დადებითია. 


ასევე, აუცილებელია ადაპტირებული მოძრავი შემადგენლობის ამ ქსელზე გაშვება. კი არსებობს, მაგრამ ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი და ციკლურად მოძრაობდეს.  ამის გაკეთებაც მნიშვნელოვანია. 


მესამე საკითხია სატერმინალო ქსელით აღჭურვა. თუ პარალელს გავავლებთ სხვა დერეფნებთან, არსებობს  ნავთობის, გაზის, ხორბლის ტერმინალები. ეს აუცილებელი ატრიბუტია, იმისათვის, რომ მოხდეს შენახვა, გადამუშავება, მარკირება, დაფასოება და ა.შ. ამ ეტაპზე ყარსში  ასეთი ხორბლის ტერმინალი შენდება.  საუბარია, რომ რუსეთიდან ხორბალი თურქეთში უნდა წავიდეს. ამიტომ, აუცილებელია ამ ქსელზე ტერმინალის არსებობა. 


მეოთხე საკითხია ერთობლივი ორგანო, რომელიც იმუშავებს ტვირთების მოზიდვაზე. იქნება ეს ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან, რომელიც ერთიანი ოპერატორიდან ირჩევს ფინანსურად ძლიერს და აკეთებს გადაზიდვების ორგანიზებას. ეს კომპეტენტური ორგანო ტვირთების მოძიებაზე იქნება ორიენტირებული.“- აცხადებს  პაატა ცაგარეიშვილი. 

 

მისივე თქმით, თუ ეს ოთხი გარემოება იქნება გათვალისწინებული, ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანი 3 წლის შემდეგ კონკურენტუანრიანი იქნება.

 

„ეს არის ის ოთხი გარემოება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.  ამის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ ეს დერეფანი ახლო მომავალში რეალურად იფუნქციონირებს.  მიუხედავად იმისა, რომ მას რთულ კლიმატურ პირობებში მოუწევს მუშაობა, რადგან ზამთარი ახალციხე-ახალქალაქის მონაკვეთში 5-6 თვე გრძელდება. 


თუ 3 წლის შემდე შესაძლებელი იქნება, რომ ამ დერეფანმა 3-4 მილიონი ტონა ტვირთი მოიზიდოს ორივე მიმართულებით, მაშინ შეგვიძლია  მკაფიო დასკვნა გავაკეთოთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო პროექტმა აკრიფა ძალა, ჩამოყალიბდა როგორც კონკურენტუნარიანი დერეფანი და მას, უკვე შეიძლება სიცოცხლისუნარიანიც  ვუწოდოთ.“-აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში.

 

/ ნინო ოთარაშვილი /





მსგავსი სიახლეები
Винный двор N1 – место, которое обязательно нужно посетить в Кахети
Caspian Energy Forum Tbilisi – 2018 переносится на 8 мая
У Михаила Хубутия произошел конфликт с Маратом Хуснуллиным из-за 25 миллионов долларов?
Баку-Тбилиси-Карская железная дорога – какое влияние окажет проект века на экономику Грузии, Азербайджана и Турции?!
«Нашего потребителя мы всегда будем баловать новым продуктом высокого качества и качеством» - Кахабер Котрикадзе
ГУАМ создает зону свободной торговли
Успех «Риксос Боржоми»
Проект «Орби группы» получил всемирное признание
На первом медиа-форуме Business Georgia обсудили существующие в стране вызовы и возможности
«Если сегодня бизнес, СМИ и государство уродливая сфера, то что же было на протяжении 9 лет?!» - Малхаз Гулашвили
«В Грузии рекламный рынок весьма не велик, в СМИ поступают малые средства и соответственно, оплата тоже низкая» - Малхаз Гулашвили
В Грузии при организации Business Georgia и Банка Грузии пройдет первый медиа-форум
Россия стала крупнейшим импортером Грузинского вина
На мировом рынке цены на нефть повысились
На аукционе депозитных сертификатов проданы ценные бумаги стоимостью 35 000 000 лар
Для газификации более 60-ти сел из госбюджета будет выделено 20 млн лари
США выделят Грузии 63 миллиона долларов
Германия призвала Украину найти компромисс с РФ по "долгу Януковича" - Bloomberg
НБУ впервые выводит банк с рынка из-за непрозрачности структуры его собственности
Расходы россиян впервые за 17 лет превысили доходы