თბილისის მერია პარკირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 

გვსურს, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

 

2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ.

 

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

 

პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა.

 





მსგავსი სიახლეები
Presentation of Mr Niaz Bolkvadze’s book, philosopher, the member of the Writers’ Union of Georgia -“The Ecology of Thinking” at the Georgian National Academy of Sciences
Kavkaz Jazz Festival
“Aversi” Congratulates you on May 26th with an Unprecedented Action
Georgian artist Mariam Baidoshvili’s paintings - photo gallery
“Medical Center Georgian-German Consilium“has started operation on the basis of Michael the Archangel Clinical Hospital
The Embassy of the Republic of Bulgaria in Georgia has the pleasure to announce the launching of an essay competition for young Georgian people
SOCAR Energy Georgia held a meeting with Nana Dzagnidze – Georgia's 2017 non-Olympic sportsman of the year, European champion and world champion in blitz chess
Archangel St. Michael Multiprofile Clinical Hospital has been awarded a special prize at the 18th Business Rating Ceremony
IC Group celebrated its jubilee along with insured on November 10th
Georgia is in danger of losing Eurasian traffic corridor function at the example of Poti Port
Georgia has been ranked amongst top ten atEuropean “Operators Club”Championship
Bredent group Germany with bredent Georgia held an implantology course for enhancing qualification
21-Year-Old Fidan Aliyeva’s Exhibition “All Colors of Rainbow” is hosted by “Akhundov House” Art Gallery
Remarksby Amb. JI Yanchi on the occasion of the 68th Anniversary of the Foundation of the People’s Republic of China
Georgia Palace Hotel to host Mexican food festival in kobuleti
Private Luxury Hotel of the Year - Georgia
“Hyundai Auto Georgia” made a presentation of two newest cars Hyundai Ioniq Full Electric and Hyundai Ioniq Hybrid to Georgian customers
International Budo Sport Federation of Georgia – IBSF GEORGIA
In the frames of the international Congress ,,Bredent Georgia" in fruitful cooperation with ,,New Dent XXI" has successfully carried out a training course on the implantation issues
67 million worth of property “gifted” during the former government and “the gift” which is still disputable