"არაა საჭირო პუტინს ლილიპუტინი ვუძახოთ"

ბლოგერი მალხაზ თოფურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,ამერიკა თუ რუსეთი? მერსედესი თუ მოსკვიჩი? პინკ ფლოიდები თუ აგუტინი? ერთმორწმუნე თუ გეი აღლუმები? ომი ვინ დაიწყო? "დათუნია" შიკოლადი ჯობდა......


ქვეყანა სადაც ესეთი კითხვები ისმის არაა ჯანმრთელად და არანაირი სურვილი არა მაქ იმ მოდებილო მასას ვანდო ქვეყანა ერთისმხრივ რუსული რაკეტები ციურ სასწაულად რომ ეჩვენებათ და მეორეს მხრივ გრანტის მოლოდინში თუ თავის კომსომოლური წარსულის რეაბილიტაციისთვის ტრამპზე მეტი ამერიკელები რომ არიან და მერკელზე მეტი ფრაუები.


არა საჭირო პუტინს ლილიპუტინი უძახოთ მხოლოდ იმისთვის რომ მაყვალა კარდინატორმა გადაიკისკისოს ბედნიერად ის რა პატარაა , ჩვენი "ამაზე" დიდიაო, ეს მე უბრალო მოკვდავს მაქვს უფლება გავბრაზდე დედის ნაწლავები მოვუკითხო კეთილ თუ ბოროტ ყოფილ თუ დღევანდელობის ოკუპანტს, ქვეყნის მმართველებს და პოლიტიკოსებს ჩემგან განსხვავებით არა აქვთ უფლება პირადი გრძნობების, გაბრაზების ნთხევის (თუ აქვთ ასეთი საერთოდ) დროა განთავისუფლდენ მმართველები იმ საბრალო წნეხისგან რასაც ქვია "რას იტლიკინებს ბუღაძე მლადშოი გუბისპირელ ნანუკას შოუში" პ.ს. მივესალმები პრემიერმინისტრის ინიციატივას ისე ცოტა დაგვიანებულიც და ამასთანავე გაუბედავიც მგონია."- განაცხადა მან.