"გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე"

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოზიტიურ დინამიკას გამოეხმაურა, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით:

 

"მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით.


ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს - ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260მლნაშშდოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით.


ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ  39-%-იანი ზრდა არის, ანუ 615 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა ინვესტიციების მოცულობამეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე.


ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა გვქონდა, რაც არის მართლაც და უპრეცედენტო მაჩვენებელი და ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმისა, რომელიც 2017 წლის პირველ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში.


სწორედ, მოგების გადასახადის გაუქმება და არამხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისაგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში და რათქმაუნდა, ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.


რათქმაუნდა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე.  დამერწმუნეთ, ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად აისახება ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ყოფაზე.


ჩვენ ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ბრუნვის გადასახადის რეფორმა მიკრო-ბიზნესებისა და მცირე-ბიზნესებისთვის, ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ფოკუსირებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტების შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აისახება მცირე ბიზნესზე, მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და რომლისკენაც ყველაზე მეტად არის საჭირო სახელმწიფო რესურსის მიმართვა იმისათვის, რომ მეწარმეობა წავახალისოთ, მცირე ბიზნესის სეგმენტში. ასე რომ, მგონია, რომ ეს ნაბიჯები ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს და 2018 წლის მაჩვენებლებიც იქნება ასეთივე პოზიტიური." - აცხადებს პრემიერი.





მსგავსი სიახლეები
„40 წლის ბრძოლის შემდეგ, დაუღალავად იბრძვის, იგი ალმოდებულ გემზეც კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას“
„მე კანდელაკს დავუთმე ჩემი ადგილი და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება - კაპანაძემ ეს არ იცის? კარგით რა - სირცხვილია ამდენი სპეკულაცია, ამდენი ტყუილი, ნახევრად ტყუილი“
„დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა“
"ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია" -მამუკა ბახტაძე
ჩინეთის გამოცდილება: შრომითი პერსონალის მართვა, კორუფციასთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
ჩინეთისა სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის თავისებურებანი და ჩინური გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის
"კეზერაშვილი ალბანეთში ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს"
„ცუდად აუხირდნენ კახი კალაძეს, რაღაც ერთიანად გორდება შავი პიარი - კალაძის გარდა თემა არ აქვთ, დავალებაა მიღებული აშკარად“
მამუკა ბახტაძე დავოსში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ზურა ჯაფარიძემ პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობა აიღო, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჰქვია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა
„10 თემიდას გამაუპატიურებელი მოსამართლის წარდგენა ერთგვარი ლუსტრაცია იყო, ყველაფრის მკადრებელი დეპუტატების გამოსავლენად“
24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება
2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცეს
`მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რითაც ისინი აზარალებენ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს“
მამუკა ბახტაძეს პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, რომელმაც ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად, სუსში საკუთარ კადრებს ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია
„ამ „პირსისხლიანმა“ და „კაცთმოძულე“ მიშამ ჩაიცვა რკინის ქალამნები და რამდენიმე დღეში ყველას მიაწვდინა ხმა, რომ არ შეიძლება, ეს მცირერიცხოვანი ხალხი ჩადგეს რიგში და ელოდოს თავის წამალს“