სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ, ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების  ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს,  არზუმან ა-მ, ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს,მუბარიზ მ-ს დაამზადებინა ცნობა,რომლის მიხედვით არზუმან ა, თითქოსდა კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვით ან 9 თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სოფელ ამამლოში.

 

არზუმან ა-მ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა  ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ  გაცემული ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მას მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების  ფაქტებზე  მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





მსგავსი სიახლეები
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს
შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
„ვაუქმებთ პატრულირებას“, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"
წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა, რომელსაც ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის შესანახად იყენებდნენ
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგაოებას მოუწოებს
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?“
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“
მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული - ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილია