შვედეთის შს და იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს

შვედეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს – ამის შესახებ მან შვედეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან საუბრისას განაცხადა.

 

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან – მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან – ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან – ბიორნ სოდერთან.

 

„შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ შსს-ში.

 

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.





მსგავსი სიახლეები
"დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა"
ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები დაასახელა
მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
„ბატონი შალვა შავგულიძე ეთანხმება “ევროპულ საქართველოს”, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და გირგვლიანის საქმეზე ტყუილად აქვს მისჯილი?”
„დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ ქვეყანაში არის კანალიზაცია ჩვეულებრივი“ - გაბრაზებული ნიკა გვარამიას ვიდეო-სელფი
„სააკაშვილის ვითომ ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან მიიღება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზის აღებას საზღვარზე 14 აპრილიდან შეძლებენ
`როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ყველაზე დიდი ნეგატივია საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე დიდი დანაკარგი მათი მხარდამჭერებისთვის ქვეყანაში~
"ქემალისტები ყარსის მოლაპარაკებაზე აგრესიულად იქცეოდნენ - იოტისოდენაც არ დაუთმეს საბჭოთა საქართველოს, რომელიც საზღვრის სოფელ სარფის მიღმა გადაწევას ითხოვდა"
“ნაცმოძრაობას” ქ-ნი სანდრას კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია
„სად არიან "გულმხურვალე" ზვიადისტები დოდონა კიზირია, ეკა ხერხეულიძე და სხვანი - ზუგდიდი თუ ერთი მეგრულად წამღერებაში გაცვლის ბატონი ზვიადის ხსოვნას, შეურაცხყოფს მას“
„პარტიას სჭირდება ახალი ძალა, ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი ახალი და საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტი“
„2012 წელს რომ არ მომხდარიყო ეს კატასტროფა, საქართველო იქნებოდა მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპაში განათლების მთავარი კერა, საქართველო იქნებოდა ინფრასტრუქტურულად ბევრად უფრო წინ“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
ხვალ საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა
"ოლიგარქები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ნარჩენებსაც კი ანადგურებენ" - «The Washington Post»-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია
“მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს გეტყვით - ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან და არ დავივიწყოთ, რომ საქმე ტერორიზმს ეხება“
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო