საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუდაურში მომხდარ ფაქტს „Facebook"-ის მეშვეობით ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუდაურში მომხდარ ფაქტს „Facebook"-ის მეშვეობით ეხმაურება, რომელსაც, ,,ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთხავზობთ:

 

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

 

"მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას.

დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას - რაღა დარჩა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობამდე?!
დიდი საკადრო წმენდა გრძელდება - ვახტანგ გომელაური და გუბერნატორები თანამდებობებს დატოვებენ
„ჩვენს პატრიარქს 30 წელი დასჭირდა აჭარაში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად! ესენი ერთი ხელის მოსმით ანგრევენ ყველაფერს!“
„აღარ იქნება საქმე თქვენს პოლიტიკურ პაიკებთან და კახპებთან - საქმე გვექნება თქვენთნ - ბიძინა ივანიშვილთან!“
„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
„გიორგი მარგველაშვილს თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს“
„რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელ განცხადებას გააკეთებს პრეზიდენტი, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“
"დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილს მოვუგებ საპრეზიდენტო არჩევნებში!" - რევაზ არველაძე
„გუშინწინ ბაგრატის ტაძართან აკურთხეს პრეზიდენტად და დაუწყია ქროლვა, ისვენებს ბიჭი“
„კვირიკაშვილმა დააჭირა მაზოლზე წიხლი და იმან აყვირა ბოლო ხმაზე?“
დროა, ბიძინა ივანიშვილი დაფიქრდეს, რამდენ ზიანს აყენებს მას, სახელმწიფოსაც და პარტიასაც პარლამენტის თავმჯდომარე
„ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი“
„მივესალმები გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“
„მივესალმები გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“
„ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ“
„დისიდენტ ჩარკვიანის პუბლიცისტი შვილი იტყვის, რომ "უმრავლესობაში მოსასვლელ გზაზე" რუსეთის აგენტები გადაეღობნენ “
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება
"ტრამპი, მონტენეგროს ნატო-ში წევრობის გამო შეშფოთებულია და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს?!"