ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ადამიანები

ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგიერთი თუ მარტივად მოდის კომპრომისზე ურთიერთობაში, ვიღაც ვერა და ვერ აბიჯებს საკუთარ სიამაყეს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ განსაკუთრებით ამაყი და თავმოყვარე ნიშნები, რომელთაც პირად ურთიერთობაში არაფრის დიდებით არ სურთ ხოლმე შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში. ისინი უბრალოდ და მარტივად, სამუდამოდ მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან. ასეთი ნიშანი კი სულ სამია, ამიტომ მათ გაბრაზებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ. 



კურო - კურო მიწის ნიშანია. ამიტომ ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას. მას მოსწონს მშვიდი ურთიერთობები. იგი არ არის კონფლიქტური და ვერ იტანს სიტუაციის დაძაბვას. კურო ემოციური ნიშანია. ამიტომ ემოციურ ტკივილს, რომელსაც მას საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი აყენებს დიდხანს ვერ ივიწყებს. შესაბამისად, საიმისოდ, რომ გული არ ეტკინოს, იგი უკანმოუხედავდ წყვეტს ხოლმე ურთიერთობას ადამიანთან, ვინც გამიზნულად ცდილობს ისარგებლოს მისი მოთმინებით ან სიმშვიდით. 



ლომი - ამაყი, თავმოყვარე, თუმცა საოცრად დიდსულოვანი ნიშანია. ლომებმა სიყვარული მთელი არსებით და გულით იციან. ისინი საკუთარ თავს მთლიანად უძღვნიან საყვარელ ადამიანებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათი გულწრფელობა არ დააფასეს ან ბოროტად გამოიყენეს, ლომი აუცილებლად მიატოვებს უმადურს. თანაც ისე, რომ მასთან ურთიერთობას არასოდეს დაუბრუნდება. 



მერწყული - მერწყული ფიქსირებული ნიშანია. ამიტომ ერთი შეხედვით თითქოს ცვალებადი და კონტაქტური ჩანს, მაგრამ შინაგანად საოცრად ჯიუტი და პრინციპული ადამიანია. მერწყულის სიყვარული მეგობრობით იწყება. იგი პატივს სცემს ადამიანებს და არასოდეს იბრძვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. თუ ისე მოხდა, რომ მისი არ გესმით, ბევრს მოგითმენთ. მაგრამ საბოლოოდ უკანმოუხედავად დასვამს წერტილს, თუკი მიხვდა, რომ არ შეგწევთ ძალა მისი პოზიციის გასაგებად. ამასთან ერთად, მან შესაძლოა ძველებურად იმეგობროს თქვენთან, მაგრამ როგორც შეყვარებული არასოდეს დაგიბრუნდებათ.





მსგავსი სიახლეები
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვინ შეიძლება გახდეს ჩვენი დაუძინებელი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
"ეს პერიოდი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კოსმოსური გამოცდაა"- მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში
როგორია თქვენი სტილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით (ფოტოკოლაჟი)
ზოდიაქოს სამი ყველაზე ჰარმონიული, კეთილი და ოპტიმისტი ნიშანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ადამიანები
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ ყველაზე უკეთ
გურმანთა ასტროლოგია - ანუ როგორია თქვენი იდეალური სადილი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - 1 აპრილი
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენს ქალურ იმიჯზე
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 მარტის პერიოდში
მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის